კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 09.08
კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი და ხშირად მიღიზიანდება. გავიგე, რომ პიტნის ნაყენი შველის, თუმცა არ ვიცი, როგორ მზადდება და იქნებ მასწავლოთ?
პასუხი: 2 სადილის კოვზ პიტნის ფოთოლს, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს. ძალიან უხდება გაღიზიანებულ და ცხიმიან კანს.
კითხვა: სახეზე საკმაოდ ბევრი ნაოჭი გამიჩნდა, თუმცა არ ვარ იმ ასაკის, რომ ეს დროული იყოს. შეგიძლიათ, მასწავლოთ რაიმე ბუნებრივი საშუალება, რომ ეს პროცესი შევაჩერო და მისი გამოყენება ეფექტური და უსაფრთხო იყოს?
პასუხი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები და გაიჩერეთ 10 წუთი. ალოეს წვენში არსებული ბიოსტიმულატორები აახალგაზრდავებენ სახის კანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან