რჩევები

კითხვა-პასუხი

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 28.06

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: დილით რომ ვიღვიძებ, თმა საშინლად აბურძგნული და გაწეწილი მაქვს. არადა, ყოველ საღამოს, დაბანის მერე, ვიწესრიგებ. არსებობს რაიმე საშუალება, რომ ყოველ დილით, თმის მოწესრიგების გამო სამსახურში არ ვაგვიანო?

პასუხი: რასაკვირველია, არსებობს ხრიკები, რომელთა საშუალებითაც, დილით, თმის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ დროს დაგაზოგინებთ. კერძოდ, არასდროს დაწვეთ დასაძინებლად სველი თმით. ასეთი თმა, გაცილებით მარტივად იმტვრევა. თუ თმის გასაშრობად ფენს იყენებთ, გამოიყენეთ ჰაერის გრილი ნაკადი. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ აბურდული თმა. არასდროს გაიშროთ ის ბოლომდე. დატოვეთ ოდნავ ნოტიო და თქვენი თმის ღერებიც არ გამოშრება. ყოველთვის დაივარცხნეთ თმა დაწოლამდე. თუ გრძელი თმა გაქვთ, აუცილებლად დაიწანით დაძინებამდე. ეს კარგი მეთოდია აბურდულ თმასთან საბრძოლველად. მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ თმას სტატიკურ მდგომარეობაში, თანაც, ბუნებრივად დაიტალღება. ოღონდ, არ ჩაიწნათ თმა სველ მდგომარეობაში, ის უნდა იყოს მშრალი და ნაწნავიც მეტისმეტად მჭიდრო არ უნდა იყოს. თმის ბოლოებში კი შეიზილეთ ცოტა ქოქოსის ზეთი. ეს თმას ბზინვარებას მიანიჭებს. გამოიყენეთ აბრეშუმის ბალიშის პირები. დაწოლამდე ალოე ვერასა და მინერალური წყლის მიქსი შესანიშნავი ბალზამია თმისთვის, ის ატენიანებს თმის ბოლოებს. კარგია, თუ გამოიყენებთ საბავშვო პროდუქტებს – უფრო ნატურალური და ნაზია. სცადეთ საბავშვო შამპუნი ან ზეთი და დილით რბილი და ბრწყინვალე თმით გაიღვიძებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული