რჩევები

კითხვა-პასუხი

№22

ავტორი: ანი რევია 11:00 07.06

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მზეზე ყოფნისას ძალიან მიწითლდება ლოყები. ვისვამ ტონალურსა და პუდრს, მაგრამ მაინც საშინლად გამოვიყურები. რას მირჩევთ?

პასუხი: სახეზე სიწითლის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება, უამრავი რამ იყოს, თუმცა, მისი მოშრება შესაძლებელია. მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მზეზე დიდი ხნით ყოფნას, გამოიყენეთ კანის დამცავი კრემები. დილით და საღამოს, ხელ-პირი დაიბანეთ თბილი წყლით, საგულდაგულოდ გაიწმინდეთ კანი, გამოიყენეთ ანთების საწინააღმდეგო და კანის დამამშვიდებელი კოსმეტიკური საშუალებები – საცხები, ლოსიონები, კრემები. წაისვით ისინი ფრთხილად, ნაზი შეხებით, კანში შეზელვის გარეშე. გამოიყენეთ კანის დამამშვიდებელი, დამარბილებელი ნიღბები ან შრატები. შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ: დაქუცმაცებულ მშრალ ნახევარ ჩაის კოვზ პიტნას, 1 ჩაის კოვზ ასკილს და 2 ჩაის კოვზი სალბს დაასხით ერთ-ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაზავი მსუბუქი მოძრაობით, ნაზად შეიზილეთ კანზე. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამარბილებელი კრემი. ასეთი ნიღაბი კარგია მშრალი, გაღიზიანების მიმართ მიდრეკილი კანისთვის. პრობლემურ სახის კანს დაამშვიდებს და გაღიზიანებას მოხსნის გულყვითელას ნიღაბიც: 1 სადილის კოვზი გულყვითელა გახსენით 100 გრამ წყალში. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა ან მარლა და დაიდეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოერიდეთ ზედმეტად პიკანტურ, მჟავე, ცხარე და ცხელ საკვებს. მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი.

თუ სიწითლე წერტილოვანია, მაშინ კანზე წაისვით გამჭვირვალე, შემნიღბველი კრემი. ის დაფარავს სიწითლეს ისე, რომ არ ამოგივსებთ კანის ფორებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენეთ მჭიდრო ტონალური კრემები. ზოგადად, თუ ფიქრობთ, რომ სიწითლე შეიძლება, გამოწვეული იყოს შინაგანი დაავადებებით, მიმართეთ სპეცილისტებს. ისინი გამოიკვლევენ მიზეზებს და დაგინიშნავენ შესაბამის მკურნალობის კურსს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული