რჩევები

კითხვა-პასუხი

№12

ავტორი: ანი რევია 11:00 29.03

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან გამიუხეშდა ტერფისა და ქუსლის კანი. არსებობს ხალხური რაიმე საშუალება, რომ ფეხის კანის სტრუქტურა სახლის პირობებში გამოვისწორო?

პასუხი: საპნით დაბანილი და გამშრალებული ფეხისგულები კარგად დაიმუშავეთ აბუსალათინის ზეთით. რეგულარული პროცედურებით ხანმოკლე დროში თქვენი კანი გლუვი და ნაზი გახდება.

კითხვა: უკვე ექვსი თვეა, სახეზე ცხიმიანი ლაქები გამიჩნდა. არის რაიმე საშუალება მათ მოსაცილებლად?

პასუხი: მოხარშეთ თეთრი ლობიო, დილას კი კარგად ამოზილეთ, ისე, რომ პიურე მომზადდეს. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, აურიეთ და დაიტანეთ სახეზე საღამოს. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი კრემი.

კითხვა: უკვე თვეებია ერთ ტუშს ვიყენებ. ახლა დავაკვირდი და გამოშვებისა და გამოყენების ვადა არ აწერია. პრობლემა ხომ არ არის მისი გამოყენება?

პასუხი: ზოგადად, მაკიაჟის პროდუქტები დიდხანს არ ძლებს, ვარგისობის ვადა ყველას გასდის. თუ რომელიმე პროდუქტი საეჭვოდ დიდი ხანი გაქვთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მითითებული გამოყენების ვადა, გადაყარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი