რჩევები
კითხვა-პასუხი
№6
ავტორი: ანი რევია 11:00 16.02, 2024 წელი

კითხვა: როგორ მოვამზადო კვერცხისა და ლიმონის სახის ნიღაბი?
პასუხი: კვერცხისა და ლიმონის ნიღბები ძალიან კარგია სახის კანისთვის. ეს ნიღბები კანს აცოცხლებს, ჭიმავს და ჯანსაღ იერს სძენს. რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ. კვერცხის ნიღაბი: საჭიროა 2 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი შაქარი. ათქვიფეთ კვერცხის გულები, დაამატეთ შაქარი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 25 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ლიმონის ნიღაბი: საჭიროა 1 ლიმონის კანი და ცოტა წყალი. ლიმონის კანი და ცოტა წყალი დააბლენდერეთ. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კარგად შეიმშრალეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან