რჩევები

კითხვა-პასუხი

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 01.12, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს დიდი ზომის მკერდი და მიყვარს ისეთი ბიუსჰალტერით ჩაცმა, რომელსაც რკინები აქვს და ტანზე მოჭერილია. ეს ხომ არ გამოიწვევს მკერდის დეფორმაციას და თუ არის საზიანო?

პასუხი: მჭიდროდ მომდგარი ბიუსტჰალტერის რკინებმა შეიძლება, მიკროტრავმები მოგაყენოთ და მკერდის დეფორმაცია გამოიწვიოს. მაგრამ არც ძალიან თავისუფალი ბიუსტჰალტერის ხმარებაა რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში მკერდი ჩამოიწელება. მით უფრო, თუ დიდი მკერდი გაქვთ. ამ დროს შესაძლოა, ზურგის არეში ტკივილიც კი დაგეწყოთ.

კითხვა: მითხრეს, რომ პირის ღრუს სავლები საშუალების გამოყენება ძალიან ეფექტურია იღლიაში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. მართალია, ვცადო?

პასუხი: დიახ, ეფექტურია. ბამბის ტამპონზე დაასხით სავლები და წაისვით იღლიებში. ის გაანადგურებს ბაქტერიებს და უსიამოვნო სუნისგანაც დაგიცავთ.

კითხვა: შევიძინე ნიკელის ოქროთი დაფერილი სამკაული და გავიკეთე თუ არა, კანზე ქავილი დამეწყო. ალერგია მომცა თუ უბრალოდ დამთხვევაა? რას მირჩევთ, ვატარო ეს სამკაული?

პასუხი: შეიძლება, ნიკელი თეთრი ან ყვითელი ოქროთი იყოს დაფარული, მაგრამ თუ ასეთი ნივთის კანთან შეხებისას ქავილის შეგრძნება გიჩნდებათ, ესე იგი, თქვენ ნიკელზე ალერგია გაქვთ.

კითხვა: სამსახურის გამო ყოველდღიურად მიწევს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება და ეს ტერფებს ხომ არ დამიზიანებს?

პასუხი: მაღალ ქუსლებზე სიარულისას ტერფები დაჭიმულია, ეს კი საკმაოდ მტკივნეულ კოჟრებს აჩენს. თანაც, ამან შეიძლება, მყესებიც დაგიჭიმოთ. ამიტომ, თუ ყოველდღიურად მაინც ქუსლებზე სიარული გსურთ, გირჩევთ, შეარჩიოთ ფეხსაცმელი 4-5-სანტიმეტრიანი ქუსლით.

კითხვა: წამწამების ასაპრეხი ტუში მალე შრება და მიხმება და რა ვუშველო?

პასუხი: თუ წამწამების ასაპრეხი ტუში გამოშრა, რამდენიმე წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში ან ჩაასხით მასში რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული