კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 10.11

კითხვა: მართალია, რომ ავოკადო კარგია მოშვებული კანისთვის და თუ ასეა, როგორ მოვამზადო მისგან სახის გამამკვრივებელი ნიღაბი?
პასუხი: დიახ, მოშვებული კანისთვის ავოკადოს ნიღაბი, ნამდვილად ეფექტურია. 2 სადილის კოვზი მწიფე ავოკადო დაჭყლიტეთ, შეურიეთ 2 სადილის კოვზი გატარებული ნუში და 1 სადილის კოვზი გვირილის ნაყენი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ გადადუღებული თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კითხვა: ძალიან ვიმატებ წონაში და მიჭირს დაკლება. ბევრი დიეტა ვცადე, მაგრამ ამაოდ. არადა, ადრე საკმაოდ კარგად ვიკლებდი და რისი ბრალია?
პასუხი: ასაკთან ერთად, ორგანიზმში გროვდება „პრობლემები“, რომელიც გახდომაში ხელს გვიშლის. მაგალითად, ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აღრმავებს ჭარბი წონის პრობლემას. წონის ეფექტურად დასაკლებად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი. ასევე, წლების განმავლობაში ქვეითდება ჰორმონმაპროდუცირებელი სასქესო ორგანოების ფუნქცია – რაც ნაკლებად მუშაობს სასქესო ჯირკვლები, მით აქტიურად იზრდება ცხიმი. ჰორმონების დეფიციტი კი, სიმსუქნის საშიშროებას ქმნის. ასევე, ასაკთან ერთად ვკარგავთ კუნთოვან მასას და რადგანაც კუნთები ენერგიის ყველაზე მძლავრი მომხმარებელია, წარმოიქმნება კალორიის სიჭარბე, რაც ცხიმად გარდაიქმნება. ამიტომ, 40 წლის ზემოთ, აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება და ვარჯიში, რომ წონაც შეინარჩუნოთ და კუნთებიც ფორმაში გქონდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან