რჩევები

კანის გამკვრივება და ცელულიტის მოცილება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ

№12

ავტორი: ანი რევია 11:00 30.03, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ცელულიტის პრობლემა უამრავ ქალბატონს აწუხებს და ესთეტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ არასასიამოვნო შესახედია. ზოგადად, ცელულიტის წარმოქმნა უმოძრაო რეჟიმს, არასწორ კვებას, ჰორმონალურ დისბალანსს და უამრავ სხვა მიზეზს უკავშირდება. მასთან ბრძოლის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგრამ, თუ მოინდომეთ და არ დაიზარებთ, ამ პრობლემის მოგვარებას სახლის პირობებშიც შეძლებთ.

მასაჟი – მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცელულიტს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

დიეტა – მიირთვით ბევრი ბოსტნეული, მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები და რაც შეიძლება, ბევრი წყალი. ასევე, კარგია მწვანე ჩაი.

ყავის სკრაბი – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კოფეინი კი ცელულიტს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის.

ქოქოსის ზეთი – თუ მას კანზე წაისვამთ, ეს ზეთი მას ნაზსა და გლუვს გახდის.

თაფლი – E, C და B ვიტამინებით მდიდარი ეს პროდუქტი, აქტიურად ებრძვის ცელულიტს. ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი დარიჩინი. ნაზავი წაუსვით ფოლგას, დაიდეთ პრობლემურ ადგილას და დაახლოებით ნახევარი საათით გაიჩერეთ. ასევე, ჯამში შეათბეთ თაფლი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ფორთოხლის, მანდარინის ან ჟოჟობას ზეთი და წაისვით პრობლემურ ზონებზე. მჭიდროდ შეიხვიეთ ცელოფნით, შემდეგ შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი და ერთი საათით წამოწექით. შემდეგ, მიიღეთ შხაპი და წაისვით ანტიცელულიტური კრემი.

ცისფერი თიხა – საუკეთესოდ წვავს ცხიმის ფენას. მასში დიდი რაოდენობით შედის კანისთვის სასარგებლო მიკროელემენტები. გახსენით თიხა ცოტაოდენ თბილ წყალში, არაჟნის სისქის მიღებამდე. თანაბრად გადაინაწილეთ პრობლემურ ზონებზე და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ერთი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

წიწაკა და დარიჩინი – 2 ჩაის კოვზ დაფქულ დარიჩინს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 7-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. წაისვით პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში. ამ სახვევის გაკეთების წინ მოერიდეთ ბევრი სითხის დალევას.

სასურველი ეფექტის მიღებისთვის და ცელულიტისგან გასათავისუფლებლად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახვევის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ამის პარალელურად, კარგია და აუცილებელი ანტიცელულიტური ნაყენით ყინულის კუბების მოხმარება და სპეციალური ანტიცელულიტური სკრაბით პრობლემური ზონების დამუშავება.

ანტიცელულიტური ნაყენის ყინულის კუბები – საჭიროა: 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი, 1 ჩაის კოვზი ვარდის ზეთი, 2 სადილის კოვზი როზმარინი, 2 ჩაის კოვზი ოხრახუშის წვენი და 1 პაკეტი მწვანე ჩაი. ყველა ინგრედიენტი, ვაშლის ძმრისა და ვარდის ზეთის გარდა, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 5-6 ჭიქა წყალი და ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. გააგრილეთ და დაუმატეთ ვაშლის ძმარი და ვარდის ზეთი. ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ყოველ დილით ამ კუბებით დაიზილეთ პრობლემური ნაწილები.

ანტიცელულიტური სკრაბი – ერთმანეთში აურიეთ ნახევარი ჭიქა „თურქული“ ყავის ნალექი, 1 სადილის კოვზი წითელი ღვინო, 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი და 3 კოვზი ანტიცელულიტური კრემი. დაბანის წინ ამ სკრაბით კარგად დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები. დაბანის შემდეგ კი წაისვით ანტიცელულიტური, დამატენიანებელი მოქმედების კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი