რჩევები

ინგლისური დიეტა

№43

ავტორი: ანი რევია 11:00 28.10, 2024 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ინგლისური დიეტის დაცვისას კვირაში, მინიმუმ, 4 კილოგრამს იკლებთ. თუმცა, უარი უნდა თქვათ ლუდის, ლიმონათის, ნამცხვრის, თეთრი პურის, კარტოფილის, შაქრის, ტკბილეულის მიღებაზე და ყოველდღიურად აუცილებელია ერთი აბი პოლივიტამინი. ეს ოცდღიანი დიეტაა, შემდეგ კი, უნდა შეისვენოთ.

ორშაბათი, სამშაბათი

დღეში 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური.

ოთხშაბათი, ხუთშაბათი

საუზმე – 1 ფინჯანი ყავა, შეიძლება – რძით, 1 ნაჭერი შავი პური, ნახევარი ჩაის კოვზი კარაქი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი.

სადილი – 1 თეფში ბულიონი, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური.

სამხარი – 1 ჭიქა რძე ან ჩაი თაფლით.

ვახშამი – 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, თევზი, მჭლე ლორი ან ორი კვერცხი, 1 ჭიქა კეფირი, 1 ნაჭერი შავი პური.

პარასკევი, შაბათი

საუზმე – ორი ვაშლი, ან ფორთოხალი.

სადილი – 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის წვნიანი ზეთით, სალათა ან ვინეგრეტი.

სამხარი – ხილი.

ვახშამი – ჩაი თაფლით, ტოსტერში გახუხული შავი პური.

კვირა

დღის განმავლობაში ცოცხალი ბოსტნეული, ხაჭო, მინერალური წყალი და უშაქრო ჩაი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა