რჩევები

გაიკეთეთ შვრიის სკრაბი და ნიღაბი და დაემშვიდობეთ ტონალურ კრემს

№52

ავტორი: ნინო კანდელაკი 11:00 28.12, 2020 წელი

წიწიბურას დიეტა
დაკოპირებულია

 შვრიის ნიღბის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

შვრიის ანუ ჰერკულესის ფაფას სილამაზის ფაფასაც ეძახიან. თუ გსურთ, რომ სუფთა და ჯანსაღი ფერის კანი გქონდეთ, ყოველ დილას, თაფლითა და ხილით შეზავებული შვრიის ფაფის მირთმევა, მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, შვრიის ფანტელებისგან სახის სკრაბებისა და ნიღბების დამზადებაც შეგიძლიათ. ის ყველა ტიპის კანს უხდება – ხსნის ფორებს, წმენდს ჭუჭყისგან, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ანოტივებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს.

სკრაბი ცხიმიანი კანისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

✅ 1/4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

✅ 1 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი

✅ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

ყველა ინგრედიენტი თასში ათქვიფეთ, სანამ სქელ, კრემისებურ მასას არ მიიღებთ. წრიული მოძრაობებით წაისვით მშრალ, სუფთა კანზე, თვალის გარშემო ზონის გარდა. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

უნივერსალური ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

✅ 1 სადილის კოვზი თაფლი

✅ 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი

✅ თბილი რძე

აურიეთ კარგად შვრია და თაფლი, დაამატეთ ცოტა რძე. ურიეთ, რომ კრემისებური კონსისტენცია მიიღოთ და სახეზე წაისვით ისე, რომ თვალების გარშემო ნაზ კანს არ შეეხოს. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და თქვენი სახის კანის ტიპის შესაბამისი, დამატენიენებელი კრემი წაისვით.

ნიღაბი პრობლემური კანისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

✅ 5 წვეთი ნუშის ან ზეითუნის ზეთი

✅ ნახევარი ლიმონის წვენი

✅ ერთი კვერცხის ცილა

ერთი სადილის კოვზი შვრიის ფანტელი აურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე. თუ ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ, ცოტა წყალიც დაუმატოთ. წაისვით სახეზე, თვალის მიმდებარე ზონის გარდა და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ბოლოს, დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვით.

სკრაბი და ნიღაბი მშრალი კანისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

✅ მწიფე ბანანი

✅ 1 ჭიქა შვრიის ფანტელი

✅ თბილი რძე

დაჭყლიტეთ ბანანი, დააყარეთ შვრიის ფანტელი და დაასხით თბილი რძე იმ რაოდენობით, რომ სქელი კრემისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე სველი ხელებით წრიული მოძრაობებით. დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვით.

თუ ამ მარტივ წესებს შეასრულებთ, თქვენი კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს და არანაირი ტონალურის წასმა აღარ დაგჭირდებათ.

ასევე, კარგია შვრიით სახის დილა-საღამოს დაბანა.

თუ ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ, აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ბურღული, შეგიძლიათ, დაფქვათ კიდეც, მუჭი შეკარით და შეუშვირეთ თბილ წყალს 1 წუთით. შემდეგ მუჭში დამბალი ცოტ-ცოტა შვრია აიღეთ და ამ მასით დაიწყეთ სახის ფაქიზი მასაჟი. რამდენიმე წამში შვრიის ბურღული აქაფებას დაიწყებს და შესაბამისად – სახის გასუფთავებას. ერთ კვირაში თავად დაინახავთ, რომ სახის კანის პრობლემა ადვილად მოგვარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი