რჩევები

გაიახალგაზრდავეთ კანი მარტივი ნიღბებით

№31

ავტორი: ანი რევია 11:00 11.08, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. საკმარისია, მარტივი, ნატურალური ინგრედიენტებისგან სახლის პირობებში მომზადებული საშუალებებით მოუაროთ თავს.

თუ კვირაში ერთხელ ბრინჯის ნიღაბს გაიკეთებთ, თქვენს კანს ათი წლით გააახალგაზრდავებთ. მისი ეფექტი, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასაც დაგავიწყებთ, ბევრი ფულის ხარჯვაც აღარ მოგიწევთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ნაადრევი სიბერისგან, გაისწორებთ ნაოჭებს, სათანადოდ დაიტენიანებთ და გამოკვებავთ კანს. ბრინჯი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ასევე, აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს, რაც სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

ბრინჯის ნიღაბი: 3 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ წყალში. სითხე გადაღვარეთ სხვა ჭურჭელში და შეინახეთ, ხოლო მოხარშული ბრინჯი გამდინარე, ცივ წყალში გაავლეთ. ბრინჯს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თბილი რძე და 1 სადილის კოვზი თაფლი. კარგად ათქვიფეთ და წაისვით სახის კანზე, კისერსა და დეკოლტის ზონაზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით, ანუ იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოიხარშა. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, სულ მალე შენიშნავთ, როგორ მცირდება ნაოჭები, კანს უბრუნდება ელასტიკურობა, დატენიანებულია და გამოკვებილი.

ნაოჭების შემცირებასა და ნაადრევად კანის დაბერების პროცესის შეჩერებაში ძალიან დაგეხმარებათ ჟელატინის ნიღაბიც. ის არა მარტო გააახლაგაზრდავებს თქვენს კანს და შეგიწყობთ ხელს ნაოჭების გასწორებაში, არამედ მას გაცილებით ჯანსაღ ფერსაც მიანიჭებს. მისი რეგულარული გამოყენებით სასიამოვნო ცვლილებები სულ მალე ხდება თვალშისაცემი: ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევია, გამონაყარი ქრება, კანის ტონი თანაბრდება და ლაქები მცირდება. კერძოდ, ჟელატინის ნიღბები, კანის გამოკვებისა და დატენიანების ხარჯზე, შეანელებს დაბერების პროცესს და ხელს შეგიწყობთ, ღრმა სიბერემდე ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

ჟელატინის ნიღაბი: დაგჭირდებათ- 1 სადილის კოვზი ჟელატინი, 1 კვერცხის გული, 5 სადილის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი A ვიტამინი და 10 წვეთი E ვიტამინი. ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: ოთახის ტემპერატურის რძეში დაამატეთ ჟელატინი და დააყოვნეთ 30 წუთით, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. გამუდმებით ურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნას. თბილი მასა წრიული მოძრაობებით წაისვით სუფთა, დაბანილ სახის კანზე. ნახევარი საათის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით, ორი კვირის განმავლობაში.

ჟელატინისა და ბანანის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ ჟელატინს დაასხით 2 სადილის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ დადგით წყლის აბაზანაზე, გაადნეთ და დაამატეთ 1 სადილის კოვზი ბანანის პიურე და კარგად აურიეთ. სახეზე წაისვით თბილი. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი რძეში დასველებული დოლბანდით მოიცილეთ.

თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, 1 სადილის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მაღალპროცენტიანი კარაქი. კარგად აურიეთ და გადაინაწილეთ სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი