ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.04, 2022 წელი

👉 საბერძნეთის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ბერძენი მამაკაცები მუდამ ბრძოლებში იყვნენ ჩართული. ერთხელაც, ომით გაბეზრებულმა ქალებმა მოიგონეს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ხერხი – შინ დაბრუნებული მეომრებს ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს ეუბნებოდნენ.
👉 1906 წელს შვეიცარიაში გაიმართა ჟენევის კონვენცია, რომელზეც არმიის სანიტარული სამსახურის სიმბოლო უნდა შეექმნათ. კონვენციის მონაწილეებს დიდხანს არ უფიქრიათ – მასპინძელ ქვეყანას პატივი სცეს და საფუძვლად მათი დროშის ერთგვარი სახეცვლილება გამოიყენეს – ასე გაჩნდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია.
👉ძველ რომში ბევრი დედა უკანონოდ გაჩენილ ჩვილს ქუჩაში ტოვებდა, რომ იტყვიან, რესპუბლიკას ანდობდნენ. ასე გარდა იმისა, რომ ისინი მოქალაქეები ხდებოდნენ და ყველა შესაბამისი უფლებით სარგებლობდნენ, თავისუფლდებოდნენ ვალდებულებისგან – ეპატრონათ მშობლებისთვის. მათ ხომ ისინი არ გაუზრდიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან