რჩევები

ერთკვირიანი დიეტა

№33

ავტორი: ანი რევია 11:00 19.08

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის დროს არ დაგავიწყდეთ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიოთ 1 ჭიქა წყალი. წყლის დალევა შეგიძლიათ, საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგაც. ეს დიეტა ეკრძალებათ ორსულებს, თირკმელების პრობლემის, კალციუმის ნაკლებობისა და ავიტამინოზის მქონე ადამიანებს.

პირველი დღე

საუზმე: უცხიმო ხაჭო, ხილი.

სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: 1 ცალი ვაშლი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 50 გრამი მოხარშული ქათმის ფილე.

მეორე დღე

საუზმე: ხილის სალათა.

სადილი: ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: უცხიმო იოგურტი, ხილის სალათა.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.

მესამე დღე

საუზმე: უცხიმო ხაჭო, ახალგამოწურული ხილის წვენი.

სადილი: პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათა, 1 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: ხაჭო კენკრით.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, ცოცხალი ბოსტნეული.

მეოთხე დღე

საუზმე: უცხიმო იოგურტი, ახალგამოწურული ხილის წვენი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 2 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: სეზონური ხილის სალათა.

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზის კატლეტი, ბოსტნეულის სალათა.

მეხუთე დღე

საუზმე: ხაჭო იოგურტითა და ხილით.

სადილი: მოხარშული თევზი, 1 ნაჭერი შავი პური.

შუადღე: შავი შოკოლადი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ბოსტნეული.

მეექვსე დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი და 1 ნაჭერი შავი პური.

სადილი: 2 ნაჭერი ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათა.

შუადღე: სეზონური ხილი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული, მჭლე ხორცი, ბოსტნეულის სალათა.

მეშვიდე დღე

საუზმე: 3 სადილის კოვზი არაჟანი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი პური.

შუადღე: შავი შოკოლადი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 50 გრამი მოშუშული სოკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა