რჩევები

დარიჩინის დიეტა

№9

ავტორი: ანი რევია 10:00 09.03

დიეტა
დაკოპირებულია

გარდა იმისა, რომ დარიჩინი არომატული სანელებელია და მას კულინარიაში ხშირად იყენებენ, წონის კლების საკმაოდ ეფექტური საშუალებაცაა. ის აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ასევე, თრგუნავს შიმშილის გრძნობას, რაც ადვილად ახდენს ზედმეტი წონის კლებას.

გთავაზობთ, რამდენიმე ვარიანტს და რომელიც თქვენთვის სასურველია, შეგიძლიათ, 1 კვირის განმავლობაში სცადოთ.

1 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. როცა გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს არომატული სასმელი უმჯობესია, მოამზადოთ საღამოს. მიირთვით დილით, გამოღვიძებისთანავე და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. დამატებითი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ, დაამატოთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

ჯანჯაფილი, დარიჩინის მსგავსად, აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზმს წონის კლებაში. ჯანჯაფილის, იგივე კოჭას ფესვი, წმენდს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან. აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაჭრილი კოჭა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი. რომ გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დატოვეთ მთელი ღამით და მიირთვით დილით, საუზმის წინ და სადილამდე ერთი საათით ადრე.

1 ჩაის კოვზ დარიჩინს და 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ ნახევარი ლიტრი კეფირი და ღამის საკვები ამ სასმლით ჩაანაცვლეთ. შედეგიც არ დააყოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი