რჩევები

დაიცავით ტუჩის, ხელისა და სახის კანი ცხელ დღეებში

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 01.08

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სიცხე, ბევრ კარგ მოვლენასთან ერთად, გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის, კერძოდ, სახის კანი სიცხეში იცვლება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფორები ფართოვდება და ის ადვილად ბინძურდება. ამიტომ, ცხელ დღეებში დილა-საღამოს და ძილის წინ სახე საპნითა და ცივი წლით უნდა დაიბანოთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, აფთიაქში C ვიტამინის ამპულა შეიძინეთ, საღამოს, საპნით ჩამობანის შემდეგ, სუფთა სახეზე გადაისვით და დილამდე დაიტოვეთ.

ასევე, თუ გსურთ კანის პრობლემები არ შეიქმნათ, ზაფხულის მწველი მზისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

* მოერიდეთ დიდხანს მზეზე ყოფნას, რადგან მზის ქვეშ გადაჭარბებულმა ყოფნამ, შეიძლება, კანის დაბერებას და დანაოჭებას შეუწყოს ხელი;

* დალიეთ ბევრი წყალი, რადგან ეს არა მხოლოდ კანისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა;

* თუ დღის განმავლობაში გარეთ გიწევთ ყოფნა, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 15;

ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტუჩის კანს. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპეციალური სკრაბები, რომელთა დამზადებაც თავად შეგიძლიათ:

* მარწყვის სკრაბი – გააკეთეთ თანაბარი რაოდენობის შაქრის, ზეითუნის ზეთისა და თაფლის მიქსი, კარგად აურიეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე. ბოლოს კი დაუმატეთ დაჭყლეტილი მარწყვი. ეს სკრაბი იდეალურია ტუჩის კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად;

* თაფლის სკრაბი – თანაბარი რაოდენობით შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი შეურიეთ ერთმანეთს და ამ ნაზავით ფრთხილად დაიმუშავეთ ტუჩები;

* ყავის სკრაბი – აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. ამ სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია: 1 სადილის კოვზი მსხვილად დაფქული ყავა, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ ერთმანეთს და ნაზად გაიწმინდეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი;

* ლიმონის სკრაბი – ლიმონი ვიტამინებს შეიცავს, ხოლო თაფლი კი – ანტიოქსიდანტებს. 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი შაქარი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა დაიდეთ ტუჩებზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ზაფხულის მწველი მზისგან ხელების კანიც დაუცველია, ზედმეტად შრება და იქერცლება. ამიტომ, აუცილებელია, ყოველდღიურად წაისვათ სპეციალური ხელის კანის დამატენიანებელი კრემი. განსაკუთრებით, ყოველი ხელის დაბანის შემდეგ. ხელის დასაბანად გამოიყენეთ გლიცერინის შემცველი საპონი ან სითხე. მკვებავ კრემს კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და ხელზე თხელ ფენად წაისვით. ყოველ მეორე დღეს კი კარგია თუ ერთმანეთს შეურევთ გლიცერინს, ლიმონის წვენს, რამდენიმე წვეთ ვარდის წყალს და ნაზი მასაჟით შეიზილეთ ხელის კანზე. ეს დაგეხმარებათ,ზაფხულის სიცხეებში ხავერდოვნად რბილი ხელის კანის შენარჩუნებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა