რჩევები

დაღლილობის საწინააღმდეგო, მკვებავი და კანის გამაჯანსაღებელი სახის ნიღბები

№18

ავტორი: ანი რევია 11:00 12.05, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი სახის ნიღბები, რომელთა რეცეპტებს ახლა გთავაზობთ, მოგიხსნით დაღლილობას, გააჯანსაღებს კანის ფერს და მოიყვანს მას ტონუსში.

👉ზეითუნის ზეთის, კვერცხისა და ფორთოხლის წვენის ნიღაბი – ზეითუნის ზეთი ფართოდ გავრცელებული საშუალებაა სილამაზის ინდუსტრიაში. ის შეიცავს A და E ვიტამინებს, რომლებიც ეხმარებიან კანს, სწრაფად აღიდგინოს დაზიანებული ადგილები. მისი გამოყენების შემდეგ, კანი ბევრად უფრო გლუვი და ჯანმრთელი გახდება. სახის ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ ერთმანეთში ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა ნატურალური ფორთოხლის წვენი და მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით დაიდეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ცამოიბანეთ. ნიღაბი სახეს ჯანმრთელ ფერსა და ბრწყინვალებას შემატებს.

👉 კარტოფილის, რძის, კვერცხისა და ლიმონის ნიღაბი – კარტოფილი A ვიტამინით გამდიდრებული ბოსტნეულია, რომელიც ძალიან კარგია ანთების საწინააღმდეგოდ და ამიტომ მისგან დამზადებული ნიღაბი საჭირო დროს ბევრ პრობლემას მოგიხსნით. დაჭერით ნახევარი კარტოფილი, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცოტა რძე, ათქვიფეთ და ჩაამატეთ ერთი კვერცხის გული. ბოლოს ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული მასა სახეზე ბამბის მეშვეობით წაისვით. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ – თქვენი კანი ტონუსში იქნება და ბევრად უფრო ახალგაზრდა იერს მიიღებს. გარდა ამისა, ნიღაბი დაგეხმარებათ ცხიმგროვების მოცილებაში.

👉ფორთოხლის ნიღაბი – ეს ნიღაბი მხოლოდ ფორთოხლისგან მზადდება. დაჭერით პატარა ნაწილებად ერთი ცალი ფორთოხალი და ნაჭრები სახეზე დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ, სახე თბილ წყალში გაჟღენთილი ბამბით გაიწმინდეთ. C ვიტამინი მალევე მოგანიჭებთ ჯანმრთელ ფერს და კანს გაცილებით ჯანმრთელსა და სუფთას გახდის.

👉დაღლილობის მოსახსნელი კვერცხის, თაფლისა და ფქვილის ნიღაბი – ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ფქვილი. კარგად გადაურიეთ, წაისვით სახეზე და 10 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

👉 ცაცხვის ყვავილებისა და თაფლის მკვებავი ნიღაბი – ჭიქაში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, დაასხით, დაახლოებით, ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე. 15 წუთის შემდეგ კი დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით სახეზე ბამბის დისკის მეშვეობით და დააცადეთ გაშრობა. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი