რჩევები

ბრინჯის, მაწვნისა და კიტრის 3-დღიანი დიეტა და მინუს 3 კილოგრამი

№29

ავტორი: ანი რევია 11:00 26.07, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ბრინჯისა და მაწვნის დიეტა ნამდვილი საოცრებაა მათთვის, ვისაც მოკლე დროში სურს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოცილება და სასურველ ფორმაში ჩადგომა.

მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ამ დიეტის დაცვა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, მხოლოდ – თვეში 2-ჯერ და ისიც სამ-სამი დღით.

დიეტის ერთი დღისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭიქა ბრინჯი და 0,5 ლიტრი მაწონი.

1 ჭიქა ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაუწურეთ წყალი, კვლავ გარეცხეთ და მოხარშეთ ახალ წყალში.

მიირთვით დღის განმავლობაში, პატარა ულუფებად მაწონთან ერთად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. შეგიძლიათ, ჭამოთ კიტრი, შეუზღუდავი რაოდენობით.

ასევე, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ სამ ლიტრამდე გაზგასული მინერალური ან სუფთა წყალი და იაროთ სუფთა ჰაერზე, დაახლოებით, 2 საათი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი