რჩევები

ბრინჯის დიეტა

№7

ავტორი: ანი რევია 11:00 19.02

დიეტა
დაკოპირებულია

თუ მოკლე დროში გსურთ არასასურველი კილოგრამების დაკლება, სასურველ ფორმაში ჩადგომა და პლუს ამას, ორგანიზმის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან, ამისთვის ბრინჯის დიეტა საუკეთესო გამოსავალია.

გაითვალისწინეთ, რომ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული დიდი ხნით. დიეტის 1 დღისთვის, დაგჭირდებათ: 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი და ნახევარი ლიტრი მაწონი ან კეფირი.

ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაუწურეთ წყალი, გადაავლეთ ცივი წყალი და მოხარშეთ სუფთა წყალში.

მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, პატარა ულუფებად, მაწონთან ან კეფირთან ერთად.

თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ, მიირთვათ კიტრი.

დღის განმავლობაში აუცილებლად დალიეთ 3 ლიტრამდე წყალი.

დიეტა დაიცავით 5 დღე და დარწმუნებული იყავით, რომ მინიმუმ, სამ ზედმეტ და არასასურველ კილოგრამს ადვილად მოიცილებთ.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული