რჩევები

ბანანის დიეტა

№26

ავტორი: ანი რევია 11:00 01.07

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტით 3 დღეში, დაახლოებით, 3 კილოგრამის დაკლება შეიძლება. თუმცა, სანამ ბანანის დიეტას შეუდგებით, გულმოდგინედ უნდა მოემზადოთ - წინა ორი დღე დაუშვებელია შემწვარი, ცხიმიანი, შებოლილი, ძალიან ტკბილი და მარილიანი საკვების მიღება. დიეტის დროს კი, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ არამწიფე ბანანი, რადგან მასში სხვადასხვა ორგანიზმის მიერ ცუდად ასათვისებელი ნივთიერებაა.

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს, კერძოდ, E, C და B6 ვიტამინს, მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ. ამ დიეტის დროს ნაწლავები სუფთავდება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს. ხოლო, ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებებისას. ასე რომ, თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადება, ასევე, კუჭის წყლული, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ დიეტა.

დიეტის დროს შიმშილის გრძნობა შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაით გადალახოთ. დიეტა მკაცრია, თუმცა დღე-ღამეში ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.

პირველი დღე

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო რძე. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ ის ერთპროცენტიანი კეფირით ჩაანაცვლოთ.

მეორე დღე

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და 200 გრამი ხაჭო. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ლიმონიანი წყალი.

მესამე დღე

დღის განმავლობაში მიირთვით 3 ცალი ბანანი, 1 ფილა მწარე შოკოლადი და სამი ჭიქა დაბალკალორიული კეფირი ან უცხიმო რძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული