რჩევები

ატმის დიეტა

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 29.07, 2024 წელი

ატმის დიეტა
დაკოპირებულია

ატმის ოთხდღიანი დიეტა ზედმეტი ცხიმებისგან გაგათავისუფლებთ და საკმაოდ ადვილი დასაცავიცაა. უბრალოდ, აუცილებელია, შემოთავაზებულ მენიუსთან ერთად, დღის განმავლობაში სვათ ატმის კომპოტი: 400 გრამი ატამი ჩაყარეთ ლიტრ-ნახევარ ადუღებულ წყალში, დაამატეთ მწვანე ჩაის ფოთლები და წამოადუღეთ. გაანაწილეთ და დღის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით დალიეთ: ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ ერთ საათში.

პირველი დღე

9:00 – 1 ჭიქა ატმის კომპოტი.

I0:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, კომპოტიდან ამოღებული 100 გრამი მოხარშული ატამი.

12:00 – 1 ცალი ცოცხალი ატამი.

14:00 – 70 გრამი ბრინჯი ზეთის გარეშე მოშუშული მწვანე ბულგარული წიწაკითა და ბროკოლით.

17:00 – 100 გრამი კომპოტის ატამი.

19:00 – ერთი კვერცხის ომლეტი პომიდვრითა და მწვანილით.

მეორე დღე

9:00 – 1 ჭიქა ატმის კომპოტი.

10:00 – 120 გრამი იოგურტი, 100 გრამი კომპოტის ატამი.

12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.

14:00 – 70 გრამი მოხარშული ბრინჯი სტაფილოსა და ოხრახუშთან ერთად.

17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან.

19:00 – 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 1 ცალი პომიდორი.

მესამე დღე

9:00 – 1 ჭიქა ატმის კომპოტი.

10:00 – 1 ულუფა შვრიის ფაფა, 100 გრამი ატამი კომპოტიდან.

12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.

14:00 – მწვანილსა და ბულგარულ წიწაკაში ჩაშუშული 250 გრამი ყაბაყი.

17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან.

19:00 – 200 გრამი მოხარშული თევზი, მწვანე სალათის ფურცლებით.

მეოთხე დღე

9:00 – 1 ჭიქა ატმისა და ჩაის კომპოტი.

10:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, კომპოტის ატამთან ერთად.

12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.

14:00 – მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი მწვანე სალათის ფურცლებით.

17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან.

19:00 – უცხიმო იოგურტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა