რჩევები

არაჟნის, ნივრისა და ქინძის დიეტა

№15

ავტორი: ანი რევია 11:00 21.04

დიეტა
დაკოპირებულია

არაჟნის, ნივრისა და ქინძის საშუალებით ადვილად შეძლებთ აკრეფილი ზედმეტი წონის დაკლებას. დიეტისთვის გამოყავით კვირაში 3 დღე და ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი. მთავარი მონდომებაა და შედეგიც არ დააყოვნებს.

500 გრამი არაჟანს, რომელიც აუცილებლად 15%-იანი უნდა იყოს, შეურიეთ ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი, დაამატეთ 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ქინძი და კარგად დააბლენდერეთ. დალიეთ დღის განმავლობაში.

ამ დიეტის დროს, ბანანის გარდა, ყველანაირი ხილის მიღება შეგიძლიათ. მისი დასრულების შემდგომ კი, დაკლებული წონა რომ შეინარჩუნოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიირთვით ყველანაირი საკვები, ოღონდ მხოლოდ მოხარშული. ხილი და ბოსტნეული – ცოცხლად. კარტოფილი კი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ.

წყალი, ყავა და ჩაი შეგიძლიათ, იმ რაოდენობით სვათ, რამდენიც გნებავთ, ოღონდ, მაქსიმალურად ცოტა შაქრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა