რჩევები

ადვილად დასაცავი დიეტა მაქსიმალური შედეგით

№28

ავტორი: ანი რევია 11:00 18.07, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. რაციონიდან მარტივი ნახშირწყლების – ტკბილი ხილი, შაქარი, ნამცხვარი, პურის ფქვილის ნაწარმი – წყალობით, ნორმალიზდება კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა და აქრობს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას. დიეტა ხუთ კვირაზეა გათვლილი. დიეტის დასრულების შემდეგ კი საჭიროა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ისე, რომ რაციონის საერთო კალორიულობა არ გაზარდოთ, დიეტაში შემავალ პროდუქტებს დაუმატოთ არატკბილი ხილი, ოღონდ, მიირთვით მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. დღეში 3 სადილის კოვზამდე შეამცირეთ მცენარეული ზეთის მიღება. ისაუზმეთ შვრიის ფაფით ან ხაჭოში შერეული ხილით.

პირველი და მეორე კვირა: კვების ძირითადი რაციონი შედგება ნებისმიერი ბოსტნეულისა (კარტოფილის გარდა) და 0,5 პროცენტი ცხიმიანობის მქონე რძის ნაწარმისგან – ხაჭო, მაწონი, იოგურტი. ჩამოთვლილი პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ბოსტნეული მიირთვით უმი, მოხარშული ან მოშუშული სახით. ცილების მიღების მიზნით დასაშვებია დღეში 1 კვერცხი. დღის განმავლობაში დალიეთ, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი, 1-2 ფინჯანი უშაქრო ყავა ან უშაქრო მწვანე ჩაი.

მესამე კვირა: ხილსა და ბოსტნეულს დაუმატეთ დღეში 300 გრამი მოხარშული, უცხიმო ხორცი (საქონლის, ფრინველის ან თევზის). 50 გრამით უნდა შეამციროთ ხაჭოს ყოველდღიური ულუფა.

მეოთხე და მეხუთე კვირა: გრძელდება ისევე, როგორც მესამე კვირა, ოღონდ, მრავალფეროვნების მიზნით, სასურველია, წინასწარ გადაანაწილოთ პროდუქტები და ბოსტნეული სხვადასხვანაირად მოამზადოთ.

მესამე კვირის ბოლოს წონის დაკლება უკვე შესამჩნევი იქნება, მაგრამ ინტენსიური გახდომა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი