რჩევები

5-დღიანი დიეტა

№42

ავტორი: ანი რევია 11:00 21.10

დიეტა
დაკოპირებულია

დაბალანსებული რაციონით, ორგანიზმისთვის კომფორტული კვების რეჟიმითა და დაბალი კალორიულობით ეს დიეტა წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის 5 დღეც საკმარისია.

მთავარია, არ დაგავიწყდეთ, დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყლის დალევა და ქვემოთ მოყვანილი ხუთდღიანი რაციონის გრამობის დაცვა.

საუზმე – 100 გრამი წიწიბურის, ჰერკულესის ან ბრინჯის ფაფა, ოღონდ მომზადებამდე 12 საათით ადრე დაალბეთ წყალში და შემდეგ, ხარშეთ 15 წუთი. ასევე, მწვანე ჩაი და 100 გრამი ნებისმიერი ხილი.

სამხარი – 200-250 გრამი ნებისმიერი ხილი.

სადილი – 150 გრამი ბოსტნეულის წვნიანი, 150-200 გრამი ბოსტნეულის სალათა და 100 გრამი ცილის შემცველი პროდუქტი (თევზი, ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები).

ვახშამი – 100 გრამი ხაჭოს დესერტი კენკრით და ხილის წვენი ან ხილისა და ბოსტნეულის სალათა 1 კოვზი არაჟნით ან ნაღებით.

დაძინებამდე სამი საათით ადრე მიიღეთ ცილის შემცველი ის პროდუქტი, რომელიც უკვე მიირთვით დღის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა