3 დღეში მინუს 2 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 13.11, 2023 წელი
ამ დიეტით 3 დღეში კარგავთ 2 კილოგრამს, ორგანიზმი გაჯერებულია ვიტამინებით, ხოლო C ვიტამინის წყალობით, კანი ელასტიკური და ხავერდოვანი გახდება.
ორ-სამ თვეში სასურველ იდეალურ წონას რომ მიაღწიოთ, საკმარისია, ეს დიეტა თვეში მხოლოდ ორ-სამჯერ გააკეთოთ.
მენიუსა და რაციონის შერჩევის გარდა, აუცილებელია ფიტნესი და მოძრაობა. წესად შემოიღეთ ყოველდღიური 10-წუთიანი ვარჯიში და ფეხით სიარული. ეს მოეხმარება დიეტას ცხიმების დაწვაში.
მიიღეთ დღეში 1 გრამი C ვიტამინი, ციტრუსების ან დრაჟეს სახით. ეს ცხიმების დაწვას შეუწყობს ხელს. დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრამდე გაზგასული მინერალური წყალი და 1 ლიტრამდე მწვანე ჩაი.
9-10 საათი – საუზმე: მიუსლი ხილით – ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი წვრილად დაჭრილი ვაშლი, 100 გრამი ყურძენი, 100 მილილიტრი უცხიმო იოგურტი, 50 გრამი „ჰერკულესი“ და 1 სადილის კოვზი თაფლი.
13-14 საათი – სადილი: ერთმანეთში აურიეთ 150 გრამი ხაჭო, 1 ცალი წვრილად დაჭრილი პატარა ვაშლი, 1 ცალი, ასევე, წვრილად დაჭრილი პატარა მსხალი, 50 გრამი დაჭრილი მანგო, 50 გრამი „ჰერკულესი“.
16-17 საათი – სამხარი: 3 ცალი ბლინი კენკრით, 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.
19-20 – ვახშამი: ხილისა და ბოსტნეულის სალათა – პატარა ნაჭრებად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 2 ცალი კივი, 1 კანგაცლილი პომიდორი, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი მსხალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან