რჩევები

1 კვირაში მინუს 5 კილოგრამი

№10

ავტორი: ანი რევია 11:00 13.03, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

გაზაფხული ის პერიოდია, როცა ადამიანმა ორგანიზმი მსუბუქ კვებას უნდა შეაგუოს და წონაც მაქსიმალურად აკონტროლოს. თუ გსურთ, მარტივად დაიკლოთ წონაში და არც ორგანიზმი ჩააგდოთ სტრესში, სცადეთ ეს ერთკვირიანი დიეტა, რომლის წყალობითაც, დაახლოებით, 5 ზედმეტ კილოგრამს მარტივად დაიკლებთ.

9 საათი – 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.

11 საათი – 100 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი და 100 გრამი ხაჭო.

1-ელი საათი – 1 ცალი ფორთოხალი, 2 ცალი კივი და 50 გრამი შავი შოკოლადი;

3 საათი – 100 გრამი ხაჭო ან 1 ჭიქა კეფირი, 5 ცალი შავი ქლიავის ჩირი.

5 საათი – 2 ცალი მოხარშული სოსისი, 1 ჭიქა ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.

7 საათი – 1 ჭიქა მაწონი.

კარგი იქნება, თუ დიეტას ყოველდღიურ მსუბუქ ვარჯიშებს წააშველებთ, დილა-საღამოს კი, თითო-თითო საათი სუფთა ჰაერზე ივლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი