პოლიტიკა

პოლიტიკური „მორალი“

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.09

პოლიტიკური მორალი
დაკოპირებულია

„წადი, წადი, მონასტერში, მონასტერში, ოფელია“

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს პოლიტიკაშიც მთავარია, ერთხელ მოხვდე პოლიტიკურ წრეში (ანუ რომელიმე პარტიას მიეკედლო) და პოლიტიკური ბედიც გაგეხსნება (თუ პარლამენტარობაც გაინაღდე, ხომ, საერთოდ?!), ანუ შემდეგ ციბრუტივით ტრიალებ ერთი პარტიიდან მეორეში.

შესაბამისად, პოლიტიკური კურიოზიც თავზესაყრელადაა: მაგალითად, გიორგი ვაშაძემ თავის პარტიას (თუ თავდაპირველ „ნაციონალობას“ არ ჩავთვლით) სამჯერ შეუცვალა სახელი და ამჟამად „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ „მესამე ძალად“ იქცა (აქვე შეგახსენებთ – რომ, ზედაც საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრია) და ახლახან მას გრიგოლ ვაშაძეც შეუერთდა (ადრეც და ბოლო ხანამდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თავკაცი). რაკი ჩვენი ხალხი ოხუნჯია (ან კი სხვა რა დარჩენია), მათ უკვე შეარქვეს ვაშაძე ულუ და ვაშაძე ნარინი. ამასობაში კი დავით უსუფაშვილი (ამჟამად „ლელოს“, მანამდე კოალიცია „ოცნების“ წევრი, რამაც მას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიც მოუტანა) აცხადებს, რომ (მომყავს ციტატა): „სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც „ოცნება“ მერქვა (არადა – რომ არ რქმეოდა, პარლამენტის თავკაცის სავარძელს მხოლოდ სიზმარში თუ ნახავდა, თუმცა მე მისი თავმჯდომარეობა მომწონდა, მაგრამ, რაკი მას რცხვენია იმ პერიოდის, ესე იგი, მეც უნდა შემრცხვეს, რომ მომწონდა იმდროინდელ ამპლუაში?! მაგრამ ამაზე სხვა დროს)“. თუ გავიხსენებთ, რომ „ლელოც“ გვარიანი ხვითოა, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელიწადში ბ-ნ უსუფაშვილს „ლელოობამაც“ დაუკარგოს მოსვენება, ოღონდ მე მაინც ის მიკვირს, რატომ არავის უკარგავს მოსვენებას ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსები პარტიებს, ანუ პარტნიორებს ცირკის მიმდებარედ მომუშავე სექსმუშაკებზე ხშირად იცვლიან?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...