პოლიტიკა

შემრისხავი და შერისხულნი

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:36 15.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მუქთახორებს გაებუტა?!

მაშინ, როდესაც აშშ უმოწყალოდ ბომბავს ირანს და აშშ-ისრაელის შეიარაღებული ძალები ნადირობენ ირანელ მაღალჩინოსნებსა და სასულიერო ლიდერებზე, თუმცა ეს ვერ აფერხებს ერთი მოკვეთილი თავის ადგილას ახლის ამოსვლას (ანუ მოკლული ირანელი ჩინოსნისა თუ სასულიერო პირის ადგილას მეორის დანიშვნას), აშშ-ის პირველკაცი ევროკავშირს და, ზედაც, ბრიტანეთს კვლავ უნაწყენდება, ისევე, როგორც არც ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნების თავკაცების შეურაცხყოფისთვის იშურებს უხამს სიტყვებს, ამის პარალელურად, ისევ და ისევ ლაპარაკობს, რომ აშშ აპირებს, „ნატო“ დატოვოს (მოტივით - მუქთახორების რჩენა არ გვინდაო).

უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ცივად იუარა, როდესაც აშშ-მა ესპანეთის ბაზების აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოყენება ითხოვა, ახლა უკვე საფრანგეთმა არ მისცა ირანისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება (სავარაუდოდ, სწორედ საჰაერო და არა მხოლოდ საჰაერო სივრცის გამოყენების სურვილი უნდა ედოს მარკო რუბიოს სატელეფონო ზარს საქართველოს პრემიერის მისამართით განხორციელებულს, რასაც მოჰყვა თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება), რამაც დონალდ ტრამპი უკიდურესად აღაშფოთა და განაცხადებინა, რომ აშშ ამას დაიმახსოვრებს (ანუ ბუტე-ბუტე, გაგებუტეო).

მეორე მხრივ, რაკი არც დიდი ბრიტანეთი იწვის აშშ-ის დახმარების სურვილით, აშშ-ის პრეზიდენტი მასაც გადასწვდა და გააქილიკა, რომ ბრიტანეთს ფლოტიც კი არ ჰყავს (რაც, ცხადია, სიმართლეა, ოდესღაც საზღვაო იმპერიად წოდებული დიდი ბრიტანეთი, გავრცელებული ინფორმაციით, ვერ აგროვებს ეკიპაჟებს თავისი საზღვაო ხომალდებისთვის) და დასძინა, რომ პრემიერი სტარმერი ქარის წისქვილებს ანიჭებს უპირატესობას, რაკი მე არ ვიცი, რა ალეგორია იგულისხმა ტრამპმა, იქნებ დონ კიხოტსაც კი შეადარა თავისი კოლეგა და პარტნიორი, კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ამ დედამიწაზე არავის აქვს სურვილი, შეუამხანაგდეს აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომში. ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი და, ჩემი მოკრძალებული აზრით, უბრალოდ, ყველამ გამოიტანა გაკვეთილი უკრაინის ტრაგედიიდან და საქმეს ისეთი პირი უჩანს, უკრაინელების გარდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი