პოლიტიკა

მანიაკების ზეობა

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00 17.02

ამბები
დაკოპირებულია

მოგეხსენებათ, როგორ დრტვინავს დასავლეთი, რომ ირანში ადამიანის უფლებები ირღვევა და ქალები ჩადრის მიღმა მალავენ თავიანთ მშვენიერებას (თუმცა ახლახან სახის დაფარვის აუცილებლობა ირანში მოიხსნა), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დემოკრატია ვერ გუობს ადამიანების უინტერნეტოდ დატოვებასა და აიათოლებისადმი მათ უტყვ მორჩილებას.

დამეთანხმებით, მართლაც, რთული შესაგუებელია ამდენი დაბეჩავებული ადამიანის ხილვა (თუ, რა თქმა უნდა, ვითარება ირანში რეალურადაც ისეთი მძიმეა, როგორც ამას მეინსტრიმული მედია წარმოაჩენს), მაგრამ, ისე მოხდა, რომ ეგრეთ წოდებული, ეფშტეინის საქმე ისევ გაცოცხლდა, ანუ ცივილიზებულად და არაცივილიზებულად წოდებული სამყაროები შეაშფოთა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ „ეფშტეინის ფაილების“ გამოქვეყნებამ: ზრდასრულებს შორის სექსუალურ კავშირს ვინ ჩივის, ყველანაირი მანიაკური უბედურება გამომზეურდა: არასრულწოვანთა მიმართ ძალადობით დაწყებული და ჩვილების სისხლის დალევითა და მათი ჭამით დამთავრებული.

რაც მთავარია, ამ ტიპის რიტუალებში მონაწილეობას იღებდა, ფაქტობრივად, ყველა, ეგრეთ წოდებული, პატიოსანი გვამი, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებსაც შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რომ მათი ის ქმედებები მათივე კომპრომეტირების საფუძველს ქმნიდა, ისევე, როგორც ყველა შესაბამის ძალოვან უწყებას უნდა სცოდნოდა. თუ რა ხდებოდა ეფშტეინის კუნძულზე (იმ ლიდერების ჩათვლით, რომლებიც იქ არც არასდროს ყოფილან ფიზიკურად).

შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ შეუძლებელია, მოხვდე საკვანძო პოსტზე, თუ მსგავს რიტუალებში მონაწილეობა არ მიგიღია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებულ საქმეებში მონაწილეობა მხოლოდ ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანს შეუძლია, გამოდის, რომ ჩვენი ბედი შეშლილი მანიაკების ხელშია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი