მედიცინა

ზეთისხილის გასაოცარი თვისებები

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.05

ზეთისხილი
დაკოპირებულია

ზეთისხილი შეუცვლელი მცენარეა სისხლძარღვების გაწმენდისთვის, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ის ანადგურებს კიბოს უჯრედებს, მისი გამოყენება ამაღლებს ჩასახვის ალბათობას, ძალზე ეფექტურია სილამაზის, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

ზეთისხილის რბილობში არის მაკრო-მიკროელემენტები: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, სელენი.

ზეთისხილის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში, მასში არსებული ცხიმებით განისაზღვრება. ესენია:

* ომეგა 3;

* ომეგა 6;

* მონოუჯერი ცხიმმჟავები;

* პოლიუჯერი ცხიმმჟავები;

* უჯერი ცხიმმჟავები.

ზეთისხილი მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ მისი გლიკემიური ინდექსი დაბალია. ამიტომ, მისი ნაყოფი სისხლში შაქრის მატებას არ იწვევს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს ზეთისხილის მიღება მცირე რაოდენობით ყოველდღიურად შეუძლიათ.

ღვიძლის დასახმარებლად რაციონში აუცილებელია ზეთისხილის ჩართვა, მას აქვს ნაღველმდენი ეფექტი, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს.

კლავს კიბოს უჯრედებს – 2015 წელს სენსაცია გახდა ზეთისხილის შემცველობაში არსებული ნივთიერება ოლეოკანტანოლის გამოკვლევა. მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ოლეოკანტანოლი სიმსივნურ უჯრედს თავისი ტოქსინების წყალობით 30-60 წუთში აიძულებს სიკვდილს, ამავე დროს, ჯანმრთელ უჯრედებს არ „ერჩის“, უბრალოდ, მათ 24 საათით „აძინებს“. ამ ნივთიერების გამკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

სტატისტიკის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობაში ქალები ნაკლებად ავადდებიან ძუძუს კიბოთი.

ზეთისხილი აქრობს ანთებით პროცესებს, ის ძალზე ეფექტური საშუალებაა ქალებისთვის, რადგან შეუძლია, შეცვალოს ვიტამინები თმის, ფრჩხილების, კანისთვის, შეიცავს ყველა კომპონენტს, რომლებიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანრჩუნებლად, მათ შორის, „რეკორდსმენია“ A და B ვიტამინების შემცველობით, რომლებიც ცხიმებშია გახსნილი. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანის სიმკვირივეზეა პასუხისმგებელი.

ზეთისხილი ამაღლებს ჩასახვის შანსს. ის აწესრიგებს ქალის ჰორმონალურ ფონს. ასევე დიდი სარგებლობა მოაქვს მამაკაცის ორგანიზმისთვის. ვიტამინი B აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და სისხლის მიმოქცევას. ცხიმმჟავები წმენდს სისხლძარღვებს და უზრუნველყოფს სისხლის უკეთ მიწოდებას სასქესო ორგანოებთან.

ზეთისხილისგან მზადდება ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

შეიძინეთ მინის ქილაში მოთავსებული ზეთისხილი, რათა დაინახოთ ნაყოფი. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. მასში უნდა იყოს მხოლოდ ზეთისხილი, მარილი და წყალი.

თუ ზეთისხილი თუნუქის ქილაშია, ის აუცილებლად გადაიტანეთ მინის ან თიხის ჭურჭელში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული