მედიცინა

ექიმის რჩევები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს წელის პატარა თიაქრები. დამინიშნეს ნემსები და ტაბლეტები. თითქმის 2 თვეა ვმკურნალობ, მაგრამ ტკივილი ისევ მაქვს, რომელიც ფეხში გადადის. როგორ მოვიქცე? მიშველის ვარჯიშები ან რამ, ტკივილები რომ გაქრეს?

პასუხი: თუ 2-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ტკივილი ისევ გადადის ფეხში, განსაკუთრებით თუ ჯდომისას ძლიერდება და ადგომა, კიბეზე ასვლა ან სიარული გიჭირთ, საჭიროა ნევროლოგის ან ნეიროქირურგის განმეორებითი შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, წელის მალების MRI-ის გადახედვა. თუ ძლიერი ნევროლოგიური დეფიციტი არ გაქვთ (თუ ფეხის ძალა შენარჩუნებული გაქვთ და შარდვა-დეფეკაციის დარღვევა არ გაქვთ), მაშინ უმეტეს შემთხვევაში, სწორად შერჩეული სამკურნალო ვარჯიშები და ფიზიოთერაპია ნამდვილად უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ მედიკამენტები.

კითხვა: ვიცი, რომ ომეგა-3 წონაში არ ამატებინებს, მაგრამ ძალიან გამხდარი ვარ და ზოგაგად, წონის მატება მსურს, ამიტომ ვშიშობ, უარესად არ გამახდუნოს. დილით ჯობია მივიღო თუ საღამოს?

პასუხი: ომეგა-3 წონის კლებას არ იწვევს და მისი მიღება არ გაგახდუნებთ, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ როგორც დილით, ისე საღამოს. თუმცა, უკეთესი ათვისებისთვის უმჯობესია, მიიღოთ დღის განმავლობაში საკვებთან ერთად.

კითხვა: ქრონიკული თიროიდიტის დროს თუ შეიძლება 42 წლის ადამიანისთვის კვირაში ერთხელ სოლარიუმის გამოყენება (კანის ჰიპერცხიმიანობა მაქვს და ძალიან მშველის სხივები 8-9 წუთი). იქნებ არ იქონიოს გავლენა, ყველა ჰორმონი და ანტისხეული წესრიგშია?

პასუხი: ქრონიკული თიროიდიტის დროს სოლარიუმის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ და სხეულის გადახურებამ შესაძლოა პროცესის გამწვავება ან კვანძოვანი წარმონაქმნის ზრდის სტიმულირება გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჰორმონალური ბალანსი მოწესრიგებულია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი