მედიცინა

ბროკოლის სამკურნალო თვისებები

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19 წუთის წინ

ბროკოლი
დაკოპირებულია

ბროკოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად მიიჩნევა. მისი უნიკალური შემადგენლობა მოიცავს დიდი რაოდენობით C, K, A, B9 (ფოლიუმის მჟავა) ვიტამინებს, ბოჭკოს, კალიუმს, რკინას და მძლავრ ანტიოქსიდანტებს.

ბროკოლის სამკურნალო თვისებები

1. სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება – ბროკოლი შეიცავს ნივთიერება გლუკორაფანინს, რომელიც ღეჭვის ან დაჭრისას გარდაიქმნება სულფორაფანად. სულფორაფანი ცნობილია უჯრედების დნმ-ის დაცვის, ანთებითი პროცესების შემცირებისა და კანცეროგენების ნეიტრალიზაციის უნარით.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა:

ქოლესტერინის შემცირება – ბროკოლში არსებული ხსნადი ბოჭკო კინძავს ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) გამოდევნას;

სისხლძარღვების ელასტიკურობა – ბროკოლში შემავალი K ვიტამინი და ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან არტერიების კალცინაციას და ამცირებენ ათეროსკლეროზის რისკს.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება – მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა უზრუნველყოფს ნაწლავების სტაბილურ პერისტალტიკას და კვებავს სასარგებლო მიკრობიომს. სულფორაფანი, ასევე, ეხმარება კუჭის ლორწოვანის დაცვას ჰელიკობაქტერიის ჭარბი გამრავლებისგან.

4. იმუნიტეტი და ანტიოქსიდანტური დაცვა – 100 გრამი ბროკოლი ფარავს C ვიტამინის დღიური ნორმის 100%-ზე მეტს. ლუტეინი და ზეაქსანტინი კი იცავს თვალის ბადურას ასაკობრივი დეგენერაციისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

5. ძვლებისა და სახსრების სიმტკიცე – K ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის კომბინაცია აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივისთვის და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.

როგორ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სარგებელი

მომზადების წესი: ხანგრძლივი მოხარშვა შლის C ვიტამინსა და აქტიურ ფერმენტებს. საუკეთესო მეთოდია ორთქლზე 3-5 წუთით დამუშავება ან უმად მოხმარება. დაჭრის წესი: დაჭერით ბროკოლი მომზადებამდე მინიმუმ 10-15 წუთით ადრე – ეს დრო სჭირდება ფერმენტულ რეაქციას სულფორაფანის მაქსიმალური რაოდენობით წარმოქმნისთვის.

ბროკოლის მთავარი სამკურნალო ნივთიერება სულფორაფანი მცენარეში მზა სახით არ არსებობს. ის წარმოიქმნება მაშინ, როცა ორგანული ნაერთი (გლუკორაფანინი) და ფერმენტი (მიროზინაზა) ერთმანეთს ერევა, ანუ როცა ბროკოლს ვჭრით, ვღეჭავთ ან ვფქვავთ.

სანამ ბროკოლს თერმულად დაამუშავებთ: დაჭერით ან დაშალეთ წვრილ ყვავილედებად. დატოვეთ დაფაზე 30 წუთით.

კუჭ-ნაწლავისა და იმუნიტეტის აღსადგენი სმუზი – ორთქლზე 3 წუთით დამუშავებული 100 გრამი ბროკოლი, 1/2 მწვანე ვაშლი 1/2 ლიმონის წვენი (C ვიტამინი აძლიერებს ანტიოქსიდანტების ათვისებას), ცოტა ახალი კოჭა (ჯინჯერი), 100 მილილიტრი წყალი დააბლენდერეთ და დალიეთ მომზადებისთანავე, უპირატესად დილით.

ღვიძლის დეტოქსიკაციის ხელშემწყობი სალათა – დაჭერით ნედლი ბროკოლი წვრილად და დატოვეთ 30 წუთი. დაამატეთ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (ცხიმი აუცილებელია A და K ვიტამინების ასათვისებლად), მოაყარეთ ცოტა ლიმონის წვენი და გოგოშას თესლი.

ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთირეოზი) – ბროკოლი შეიცავს გოიტროგენებს, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალონ იოდის ათვისებას. ამ დროს არ არის რეკომენდებული უმი ბროკოლის ჭარბი მიღება – მსუბუქი ორთქლზე დამუშავება ამ ნივთიერებებს ანეიტრალებს.

მეტეორიზმი/გაზები – დიდი რაოდენობით ბოჭკოს გამო, თუ კუჭ-ნაწლავი მიჩვეული არ არის, დაიწყეთ მცირე ულუფებით (50-100 გრამი დღეში).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი