მედიცინა

ვაშლი – შინაური მკურნალი

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.05

ვაშლი
დაკოპირებულია

ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის – არა მარტო ჯანმრთელი, არამედ სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისათვისაც. ვაშლი, განსაკუთრებით ახალმოწყვეტილი, ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, A ვიტამინი ვაშლში 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ფორთოხალში, ეს ვიტამინი გვიცავს გაციებისა და სხვა ინფექციებისაგან, კარგია მხედველობისთვის.

ვაშლი ხელს უწყობს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ამიტომ ვაშლის ჭამა სადილის დროს მარგებელია მათთვის, ვისაც მუდამ სადღაც ეჩქარება და ამიტომ საჭმელს არც ისე გულდასმით ღეჭავს.

ვაშლი ეხმარება ორგანიზმს გაკაჟებასა და გამხნევებაში, ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ვაშლი კარგია დაბალი წნევისა და სისხლძარღვების გახისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის სისხლის საუკეთესო გამწმენდია. ის ასევე სასარგებლოა ლიმფური სისტემისთვის.

განსაკუთრებით სასარგებლოა პატარა, მჟავე და ველური ჯიშის ვაშლები, ისინი 10-ჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ, ვიდრე მოვლილი, დიდი და გაპრიალებული ვაშლები.

ვაშლის წვენს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

✔️ სასარგებლოა თმისა და კანისთვის;

✔️ მისი წყალობით შესაძლებელია დიაბეტის პრევენცია;

✔️ხელს უწყობს წონაში კლებას;

✔️სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის;

✔️ ასთმის შეტევისგან დასაცავად;

✔️ მისი წყალობით თირკმელი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს;

✔️ მასში შემავალი C ვიტამინის წყალობით უმჯობესდება იმუნური სისტემა;

✔️ კურნავს ყაბზობას.

ორგანიზმის მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან გასაწმენდად სასურველია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყოთ. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1,5 კილოგრამი ვაშლი და 4 ჩაის ჭიქა ნაკლებად შაქრიანი ჩაი. ორგანიზმის ასეთი გაწმენდა წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ. კვირაში 0,5-1 კილოგრამი ვაშლი დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება, ხოლო ისინი, ვინც ყოველი ჭამის წინ რეგულარულად მიირთმევენ თუნდაც ერთ ცალ ვაშლს, ავტომატურად თრგუნავენ ჭამის მადას, ამასთან, ასტიმულირებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და თავიდან იცილებენ შეკრულობასაც.

მწვანე ვაშლი ძალიან ბევრ ქლოროფილს შეიცავს, რომელიც სისხლს წმენდს, ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებსა და ტოქსინებს. თუ ალერგიული ხართ, თქვენს ყოველდღიურ მენიუში აუცილებლად ჩართეთ მწვანე ხილი.

მწვანე ვაშლი ბევრ რკინას შეიცავს. ისინი ნაწლავებში მავნე პათოგენებს უმკლავდებიან. მათი ზრდის ჩახშობა კი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე.

ყვითელი ვაშლი კი ბევრ კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში ბევრ პროცესში მონაწილეობს. კაროტინის მიღება აუცილებელია. ყვითელი ვაშლი მეტად სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს.

კაშკაშა წითელ ნაყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან ძლიერი დაცვა სჭირდება, ამიტომ ასეთი ფერის ვაშლში ბევრი ანტოციანინი შედის. ეს ნივთიერება ორგანიზმში მოხვედრისას ნაადრევი კვდომისკენ მიდრეკილ უჯრედებს იცავს. სასარგებლო თვისებები ვაშლის კანშია თავმოყრილი, ამიტომ მიირთვით გაუთლელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი