მედიცინა

ექიმის რჩევები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 20 წუთის წინ

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: რა უნდა გავაკეთო, თუ მწერის ნაკბენზე ჩემს შვილს ძლიერი რეაქცია აქვს – ნაკბენის ირგვლივ საკმაოდ დიდი ფართობი უწითლდება და უსივდება.

პასუხი: თუ მწერის ნაკბენს აქვს მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია, საჭიროა გასუფთავდეს ნაკბენი ადგილი, დაედოს ცივი და შემაწუხებელი ქავილის შემთხვევაში მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო რაიმე დასალევი პრეპარატი (ექიმის რჩევით) ან შეიზილოს ადგილობრივად ანტიალერგიული ან ჰორმონული მალამო. თუ მწერის ნაკბენის შედეგი 6-24 საათის შემდეგ ვლინდება უფრო სერიოზული შეშუპებით, ნაკბენის ადგილიდან მოშორებით ან ნაკბენის მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდებით – ეს სერიოზული რეაქციის შემთხვევაა და აუცილებლად მოითხოვს პედიატრის დროულ კონსულტაციას. ხშირად საჭირო ხდება პროცესში ალერგოლოგის ჩართვა და სპეციალისტის მიერ კანის სპეციფიკური სინჯების ჩატარება.

კითხვა: მკერდზე თმის ამოსვლა რამ შეიძლება, გამოიწვიოს? საშიშია?

პასუხი: როგორც წესი, კერტების ირგვლივ თმიანობა, გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით. საშიში არაა, მაგრამ საყურადღებოა, საჭიროებს კვლევას, მკურნალობასა და დინამიკურ დაკვირვებას.

კითხვა: 3 წლის ბავშვს ფებრილური გულყრის გამო დანიშნული აქვს ეპიქსის ხსნარი, 2,5 – დილით და საღამოს. ბავშვი წონით 15 კილოგრამია. დოზის გაზრდა ხომ არაა საჭირო? ექიმმა შემოდგომაზე დაგვიბარა, მანამდე თუ საჭიროა, მივიყვან.

პასუხი: თქვენ მიერ დასახელებული დოზირება სრულიად ადეკვატურია ბავშვის წონის გათვალისწინებით და თვითნებურად დოზის გაზრდა არ შეიძლება, რადგან ეპიქსის დოზირება მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არა მხოლოდ წონაზე, არამედ გულყრის ტიპსა და სიხშირეზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი