მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ გულის ჯანმრთელობისთვის

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 31 წუთის წინ

გულის ჯანმრთელობა
დაკოპირებულია

გულის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ კვებას. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ყველაზე სასარგებლოა საკვები, რომელიც მდიდარია უჯერო ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა-3), კალიუმით, მაგნიუმით, ანტიოქსიდანტებითა და ხსნადი უჯრედისით (ბოჭკოთი). ეს ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს წნევის დასტაბილურებაში, ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს (LDL) და იცავს სისხლძარღვებს ანთებითი პროცესებისგან.

პროდუქტები, რომლებიც გულს ყველაზე მეტად რგებს:

1. ცხიმიანი თევზი (ომეგა-3-ის წყარო) პროდუქტები: ორაგული, სკუმბრია, კალმახი, სარდინები, თინუსი. მათში შემავალი ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავები, სისხლში ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფილაქნების წარმოქმნას, ამცირებს არითმიის რისკს. ამ სახეობის თევზეულის კვირაში 2-ჯერ მიღება ოპტიმალურია.

2. თხილეული და თესლეული: ნიგოზი, ნუში, თხილი, სელის თესლი, ჩიას თესლი. ნიგოზი მდიდარია მცენარეული ომეგა-3-ით, ხოლო ნუში და თხილი – E ვიტამინით, მაგნიუმითა და მონოუჯერო ცხიმებით. ისინი ამცირებენ „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ენდოთელიუმის (შიდა გარსის) ფუნქციას.

3. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული პროდუქტები – ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, კალე – მდიდარია K ვიტამინით (რომელიც იცავს არტერიებს და უზრუნველყოფს სისხლის სწორ შედედებას) და ბუნებრივი ნიტრატებით, რომლებიც ადუნებენ სისხლძარღვებს და ამცირებენ არტერიულ წნევას.

4. მარცვლეული და ბოჭკოვანი საკვები პროდუქტები: შვრია, ქერი, ველური ან ყავისფერი ბრინჯი, მთლიანი მარცვლის პური. შვრია და ქერი შეიცავს ბეტა-გლუკანს (ხსნად ბოჭკოს), რომელიც ნაწლავებში იკავშირებს ქოლესტერინს და სანამ სისხლში შეიწოვება, გამოდევნის მას ორგანიზმიდან.

5. კენკრა და ხილი კენკრა – მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მაყვალი – მდიდარია ანტოციანინებით (ძლიერი ანტიოქსიდანტები), რომლებიც იცავენ სისხლძარღვებს ოქსიდაციური სტრესისგან.

6. გარგარი, ბანანი, ციტრუსები მდიდარია კალიუმით, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური შეკუმშვისთვის და წნევის რეგულირებისთვის. ავოკადო – ჯანსაღი მონოუჯერო ცხიმებისა და კალიუმის შესანიშნავი წყაროა.

7. პარკოსნები – ოსპი, ლობიო, მუხუდო, სოია – შეიცავენ დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას, მაგნიუმს, კალიუმსა და ხსნად ბოჭკოს. პარკოსნების რეგულარული მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

8. ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) მდიდარია მონოუჯერო ცხიმოვანი მჟავებითა (ოლეინის მჟავა) და პოლიფენოლებით. ის ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში და იცავს LDL ქოლესტერინს დაჟანგვისგან.

რას მოვერიდოთ გულის ჯანმრთელობისთვის

ტრანსცხიმებს (მარგარინი, ფასტფუდი, ქარხნული ტკბილეული). ჭარბ მარილს (ზრდის წნევას), დამუშავებულ ხორცპროდუქტებს (სოსისი, სოსისეული, შებოლილი ხორცი – შეიცავს ბევრ ნატრიუმს და კონსერვანტებს), შაქარს (იწვევს წონის მატებას და ფარულ ანთებებს სისხლძარღვებში).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი