მედიცინა

ვაშლატამას სამკურნალო თვისებები

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ვაშლატამა
დაკოპირებულია

ვაშლატამა – ეს გემრიელი და არომატული ხილი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა

ვაშლატამაში არსებული ლიკოპენი — ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს გულს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აფერხებს არტერიების დაბერებას.

2. კანის გაუმჯობესება და დაბერების შეფერხება – ლიკოპენი, C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას, იცავს მზის ზემოქმედებისგან და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

3. ანთების წინააღმდეგ მოქმედება

ვაშლატამა შეიცავს ანტიოქსიდანტურ და ანტიანთებით ნივთიერებებს, რაც ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში (მათ შორის, სახსრების ანთებასაც).

4. კუჭ-ნაწლავის მუშაობის რეგულირება

ბოჭკოების შემცველობის გამო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს ყაბზობის ალბათობას.

5. მხედველობის დაცვა

A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი მხედველობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

6. სიმსივნის რისკის შემცირება

კვლევების თანახმად, ლიკოპენი ხელს უშლის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარებას (მაგალითად: პროსტატის, ძუძუს, ფილტვის).

7. იმუნიტეტის გაძლიერება

ვაშლატამაში არსებული ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში.

როგორ მივიღოთ:

• უმად (სალათებში – უკეთესად ინარჩუნებს ვიტამინებს);

• ოდნავ მოშუშული ან მოხარშული (ლიკოპენის აქტიურობა იზრდება);

• წვენის ან პასტის სახით.

ვაშლატამას სალათა – კანისა და გულისთვის

შემადგენლობა: 2 ცალი მწიფე ვაშლატამა, 1 პატარა კიტრი, 1 კოვზი ზეთისხილი, ოხრახუში ან რეჰანი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ცოტა მარილი.

მომზადება: ყველა ინგრედიენტი დაჭერით და აურიეთ.

ეს სალათა მდიდარია ლიკოპენით, C ვიტამინით და ეხმარება კანის გაუმჯობესებას.

ვაშლატამას წვენი – იმუნიტეტის ასამაღლებლად

შემადგენლობა: 3-4 ცალი მწიფე ვაშლატამა, ნახევარი ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი ან მიხაკი (სურვილისამებრ).

მომზადება: ვაშლატამა გაატარეთ ბლენდერში ან წვენსაწურში, დაამატეთ ლიმონის წვენი. შეგიძლიათ, ცოტა ყინულიც დაუმატოთ.

ეს სასმელი წმენდს ორგანიზმს და ამაგრებს იმუნურ სისტემას.

მაღალი წნევის წინააღმდეგ – ვაშლატამას წვენი ნივრით

შემადგენლობა: 2–3 ცალი მწიფე ვაშლატამა, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადება: გაატარეთ ბლენდერში ყველა ინგრედიენტი. დალიეთ დღეში 1 ჭიქა ცარიელ კუჭზე 10 დღის განმავლობაში.

შედეგი: ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასუფთავებს სისხლძარღვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა