მედიცინა

ექიმის რჩევები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 24 წლის ბიჭს 3 დღე ჰქონდა სიცხე და ვირუსული გამოვლინებები. მერე გაუარა და სისხლის საერთო რომ აიღო, მონოციტები ჰქონდა ცოტათი მომატებული. საგანგაშოა?

პასუხი: მონოციტების მცირედი მომატება გადატანილი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის შემდეგ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ეს ორგანიზმის გამოჯანმრთელების პროცესზე მიუთითებს. მონოციტები ინფექციის დროს აქტიურდებიან და მათი რაოდენობა ნორმას ხშირად ვირუსის დამარცხებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში უბრუნდება.

კითხვა: ვარ 30 წლის მამაკაცი, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ნაბახუსევზე მაქვს წნევები, დაახლოებით, 130/100-140/100 და თავის ტკივილები. ისედაც, როდესაც ვიკონტროლებ, წნევებს შორის დაშორება მხოლოდ 20-25 ინტერვალია – 120/100 ან 100/80. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?

პასუხი: ჩვეულებრივ მდგომარეობაში 120/100 ან 100/80 მაჩვენებლები, სადაც „გულის წნევა“ მაღალია, შეიძლება, მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციურ დარღვევებზე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე ან სისხლძარღვების მომატებულ ტონუსზე.

კითხვა: სიმძიმეების აწევის შემდეგ წელის ტკივილი დამჩემდა. ექიმმა – ისეთი არაფერიაო, მაგრამ მკურნალობამ არ მიშველა. დავიწყე ვარჯიში და ტკივილებმა გამიარა. რა შეიძლება, იყოს მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ფიზიკური დატვირთვისას მიღებულმა გადაღლამ კუნთოვანი კორსეტის დასუსტება გამოიწვია, რის გამოც დათხელებულ დისკებზე დატვირთვა გაიზარდა. ვინაიდან ვარჯიშმა შვება მოგცათ, ეს ადასტურებს, რომ ზომიერი და სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა თქვენთვის აუცილებელია ზურგის კუნთების გასამაგრებლად და ხერხემლის სტაბილიზაციისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი