მედიცინა

თუთის გასაოცარი თვისებები

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.07

თუთა
დაკოპირებულია

თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს.

ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გრამი მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც. ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას. ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქული ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დაძაბულობისა და დეპრესიის მოხსნას. ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა უძილობის წინააღმდეგ. თუთა ასევე, კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას. თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის. თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭის შემკვრელ და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებად. თუთის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებიც უნდა მოერიდონ მის ჭამას. თუთა ცუდად ერწყმის სხვა პროდუქტებს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ძირითად კვებებს შორის და მშიერ კუჭზე. თუთა იმუნიტეტის ასამაღლებელი მძლავრი ბუნებრივი საშუალებაა. თუთის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მისი გამოყენება სასურველია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე ინფექციური და გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ. თუთა შარდმდენი და კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. გასახდომად და ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად, თუთის ნაყოფი გაცილებით მიზანშეწონილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა