მედიცინა

ცხენის წაბლის გასაოცარი თვისებები

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

წაბლი
დაკოპირებულია

წაბლი ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში მისი მდიდარი შემადგენლობის გამო:

1. სისხლძარღვების გამაძლიერებელი მოქმედება – ცხენის წაბლი შეიცავს ნივთიერებას – ესცინს, რომელიც ამაგრებს ვენებისა და კაპილარების კედლებს, ამცირებს მათ გამტარობას და ხელს უშლის შეშუპებას. ამიტომ იგი ხშირად გამოიყენება ვენების ვარიკოზის, თრომბოფლებიტისა და ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.

2. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი – წაბლს აქვს ანთების შემამცირებელი მოქმედება, რაც სასარგებლოა სახსრების ტკივილის, რევმატიზმისა და ტრავმების შემდგომი შეშუპებისას (განსაკუთრებით გარე გამოყენებისას).

3. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება – აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, ამცირებს სისხლის შედედების რისკს და ხელს უწყობს ქსოვილების ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.

4. ანტიოქსიდანტური თვისებები – საკვები წაბლი მდიდარია ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ანელებენ უჯრედების დაბერების პროცესს.

5. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა – საკვები წაბლი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, ხელს უწყობს მონელებას და ამცირებს ყაბზობის რისკს.

6. ენერგიის წყარო და ზოგადი გამამაგრებელი მოქმედება – წაბლი მდიდარია რთული ნახშირწყლებით, ვიტამინებით (B ჯგუფი, C) და მინერალებით (კალიუმი, მაგნიუმი), რაც ორგანიზმს აძლევს ენერგიას და აძლიერებს საერთო ტონუსს.

გახსოვდეთ: ცხენის წაბლი შიდა გამოყენებისთვის არ მიიღოთ თვითნებურად – მისი პრეპარატები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მიიღება, რადგან არასწორმა დოზირებამ შესაძლოა, გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

წაბლის ხალხური რეცეპტები

1. ცხენის წაბლის ნაყენი ვენებისთვის – ვარიკოზი, სიმძიმე ფეხებში, შეშუპება: 5–6 ცალი ცხენის წაბლის ნაყოფი დაჭერით, დაასხით 0.5 ლიტრი არაყი ან 40%-იანი სპირტი, შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას 10-14 დღე (ყოველდღე შეანჯღრიეა). გადაწურეთ და შეიზილეთ ფეხებზე ზემოდან ქვემოთ.

2. ცხენის წაბლის მალამო სახსრებისთვის – რევმატიზმი, სახსრების ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა: დაქუცმაცებული ცხენის წაბლი აურიეთ ღორის ქონში ან ვაზელინში (1:3). დადგით ორთქლზე 1 საათის განმავლობაში. გააცივეთ და მოათავსეთ მაცივარში. შეიზილეთ მტკივან ადგილას დღეში 1-2 ჯერ

3. საკვები წაბლის ნახარში იმუნიტეტისთვის – სისუსტე, დაღლილობა, მონელების გაუმჯობესება. მომზადება: 5-6 ცალი მოხარშული ან გამომცხვარი წაბლი დააქუცმაცეთ და დაასხით 300 მილილიტრი წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში ერთხელ.

4. საკვები წაბლი ანემიისა და ენერგიისთვის: მიირთვით მოხარშული ან გამომცხვარი წაბლი კვირაში 2-3-ჯერ, საკვებთან ერთად. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ფიზიკური დატვირთვისას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

ცხენის წაბლი არ არის საკვები.

ორსულობის, სისხლის შედედების პრობლემებისა და ქრონიკული დაავადებების დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი