მედიცინა

ცინკოვიდი იმუნო – სამმაგი მოქმედების ძალა ძლიერი იმუნიტეტისთვის

№5

ავტორი: სოფი ლორია 13:30 08.02, 2022 წელი

gmp
დაკოპირებულია

კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი კრიტიკულად გაიზარდა – ჩატარებული ტესტების რაოდენობის მიხედვით საშუალოდ ყოველი მეოთხე-მეხუთე ტესტი დადებით პასუხს იძლევა. ვებ-გვერდის www.stopcovid.ge მონაცემებით, დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 18,000-19,000-ის ფარგლებში მერყეობს. ქვეყნის ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ავადობის რიცხვი პიკს მიაღწევს და დღიური დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ვირუსის უსწრაფესი ტემპით გავრცელების ძირითად მიზეზს COVID-19-ის ახალი შტამი – „ომიკრონი“, წარმოადგენს, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები.

იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც ახალი კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება, უმნიშვნელოვანესია იმუნიტეტის გაძლიერება ვირუსის სიმპტომების შესამსუბუქებლად და გართულებების რისკის შესამცირებლად. უახლესმა საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ნუტრიენტები მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის დროს. ორგანიზმში მათი მაღალი კონცენტრაცია ამსუბუქებს ვირუსის სიმპტომებს და ამცირებს ლეტალობას. აღნიშნული ნუტრიენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ: თუთია, D3 და C ვიტამინები.

მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს თუთიის დეფიციტი აღენიშნება. ადამიანის ორგანიზმი თუთიას არ გამოიმუშავებს, მისი მიღება საკვების საშუალებით ან საკვები დანამატების გზით ხდება. თუთიის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს წითელი ხორცი, მზესუმზირა, ნიორი, კაკალი, თხილი, გოგრის თესლი და სხვა.

კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთია აძლიერებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ: ამცირებს რინოვირუსული ინფექციებით ავადობის რისკს, ავადობის ხანგრძლივობას და ამსუბუქებს დაავადების კლინიკურ სიმპტომატიკას. Cochrane-ის სისტემური მიმოხილვის თანახმად, რომელიც მოიცავდა 1780 პაციენტის მონაცემებს, თუთიის დანამატების საპროფილაქტიკო დოზით მიღებამ 36%-ით შეამცირა ცხვირ-ხახის რინოვირუსული ინფექციების (გაციების) სიხშირე.

რაც შეეხება D3 ვიტამინს – ქოლეკალციფეროლს, ეგრეთ წოდებულ, მზის ვიტამინს, ის დღეს თანამედროვე მედიცინაში მიჩნეულია, როგორც სტეროიდული ჰორმონი. ჩვენს ორგანიზმში არსებულ, პრაქტიკულად, ყველა უჯრედს, მათ შორის იმუნური სისტემის უჯრედებს, აქვთ D ვიტამინის რეცეპტორები, შესაბამისად, მისი დეფიციტი მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე იმუნური სისტემის სტატუსზე. D3 ვიტამინი მძლავრი იმუნომოდულაციური თვისებებით ხასიათდება. ის ჩვენს ორგანიზმში ააქტიურებს ბუნებრივ ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ ცილებს – კათელიციდინებსა და დეფენსინებს, რომლებიც ანეიტრალებენ შემოჭრილ პათოგენს და იცავენ ორგანიზმს ინფექციური აგენტებისგან. ეს განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია დღეს, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე, აღსანიშნავია D3 ვიტამინის მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის შესამცირებლად. საერთაშორისო ჟურნალ Frontiers-ში 2021 წელს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, D3 ვიტამინი ამცირებს SARS-COV-2 ინფექციით გამოწვეული „ციტოკინური შტორმის“ განვითარების ალბათობას, შესაბამისად – რესპირაციული დისტრეს სინდრომის განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკს.

C ვიტამინი გახლავთ წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მას აქვს იმუნომასტიმულირებელი ეფექტი – აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. გარდა ამისა, C ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია – იცავს უჯრედებსა და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისგან. თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე და ზრდიან სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. ბრიტანულ ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, C ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში C ვიტამინის მიღება 8 კვირის განმავლობაში, დოზით – 1 გრამი 59%-ით ამცირებს გაციების სიმპტომებსა და მიმდინარეობის ხანგრძლივობას.

თუთია, D3 და C ვიტამინები სინერგიული მოქმედებით ხასიათდებიან. აღნიშნული კომბინაცია აუმჯობესებს სასუნთქი გზების ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას და ხელს უშლის პათოგენების მოხვედრას ჩვენს ორგანიზმში. ასევე, არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ, სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც უმნიშვნელოვანესია რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრევენციისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობისთვის.

არაბალანსირებულმა კვებამ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებმა, ჭარბმა წონამ, სხვადასხვა ენდოკრინულმა დარღვევებმა შესაძლოა, თუთიის, D3 და C ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს. ამ დროს საჭირო ხდება მათი საკვები დანამატის სახით მიღება.

ჩვენ გთავაზობთ გერმანული ხარისხის ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს – ცინკოვიდ იმუნოს, რომლის ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 15 მგ თუთიის ციტრატს, 25 მკგ (1000 სე) D3 ვიტამინს და 1000 მგ C ვიტამინს.

ცინკოვიდი იმუნო წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნუტრიენტების უნიკალურ კომბინაციას, რომელიც ავსებს ორგანიზმში თუთიის, D3 ვიტამინისა და C ვიტამინის დეფიციტს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს რესპირაციული ვირუსული ინფექციებით ავადობის რისკს.

ცინკოვიდი იმუნო – მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან, 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, 200 მილილიტრ წყალთან ერთად. საკვები დანამატი არ შეიცავს შაქარს და გლუტენს.

ცინკოვიდი იმუნო – წარმოებულია გერმანიაში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა