მედიცინა

ცერეცოს ჩაის სამკურნალო თვისებები

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.01, 2023 წელი

ცერეცოს ჩაი
დაკოპირებულია

ცერეცოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. თუ საჭმლის მონელების პრობლემები, მეტეორიზმი, ქოშინი და შებერილობა გაწუხებთ, სადილის შემდეგ 1 ფინჯანი ცერეცოს ჩაი თქვენთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება გახდება. ის პირის ღრუს უსიამოვნო სუნსაც აქრობს და თან, ანტიმიკრობულ მოქმედებასაც ახდენს. ცერეცოს ჩაის კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

ცერეცო კარგი სპაზმოლიტური საშუალებაა. საჭმლის მომნელებელ სისტემაში სპაზმებს აქრობს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს კურნავს. სლოკინსაც აქრობს. მისი არომატული და აირების გამომდევნი თვისება გამოიყენება მეტეორიზმის, დიარეის, ღებინების, კუჭის სპაზმის სამკურნალოდ, რაც ასევე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებია. ცერეცოს ჩაი კუჭის მჟავიანობას ამცირებს და ნაწლავებს ჭიებისა და პათოგენებისგან წმენდს.

თვალის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს

როცა ღამით ცუდად გვძინავს, დილით შესიებული თვალებითა და ანთებით ვიღვიძებთ. ფინჯანი ცერეცოს ჩაი მოადუღეთ, ბამბის დისკები მასში დაასველეთ და 10 წუთით ქუთუთოებზე დაიდეთ. ასე შეშუპებას და კონიუნქტივიტის გამომწვევ ინფექციებს მოიშორებთ.

სისხლს წმენდს

ცერეცოს ფოთლების ჩაი შარდის გამოყოფას ზრდის, ღვიძლს ალკოჰოლური ინტოქსიკაციისგან იცავს და სიყვითლის დროს გამოიყენება. ასევე, თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს და მასში კენჭების გაჩენას აფერხებს.

ორგანიზმის დამცავ ძალებს ზრდის

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ბაქტერიებსა და ვირუსებთან საბრძოლველად ძლიერი იმუნური სისტემა უნდა გქონდეთ. ცერეცოს ჩაი სურდოს პრევენციისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ჯადოსნური ჩაი ცხელების დროს დაგეხმარებათ, ყელის ტკივილს შეამცირებს და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, კერძოდ, ასთმას, ბრონქიტს, ხველას განკურნავს. სისველეს ეფექტურად ათხელებს და აქრობს.

ჰორმონულ ბალანსს მხარს უჭერს

ჯანმრთელი ღვიძლი ჰორმონების ბალანსის გარანტიაა. თავის მხრივ, ჰორმონები აქრობს მთელ რიგ სიმპტომებს, რაც ჩვენზე ყოველდღიურად ახდენს გავლენას.

ცხიმს წვავს

ცერეცოს ჩაი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის და ამით წონას ამცირებს. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ცხიმის წვის სიჩქარეს ზრდის, ცელულიტს ამცირებს და მადას არეგულირებს.

გულს აძლიერებს

ცერეცოს ჩაი ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, რაც გულის ჯანმრთელობას უჭერს მხარს. ანტიოქსიდანტები და ვიტამინები, ასევე მისი გამწმენდი თვისებები ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და შესაბამისად, ჰიპერტონიის განვითარების რისკსაც ამცირებს.

ღრძილებს იცავს

ცერეცოს ნახარშით პირის ღრუს გამოვლება ღრძილების ანთებას ამცირებს და პირის ღრუს უსიამოვნო სუნს აქრობს. ამას ანტიბაქტერიული თვისებები განაპირობებს.

რესპირატორულ დაავადებებს კურნავს

ამ მცენარის ჩაის მიღებას ხშირად გვირჩევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, რაც მისი ანტიმიკრობული თვისებებით არის განპირობებული. ცერეცო შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგინისა და მაღალი არტერიული წნევის დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი