მედიცინა

ექიმის რჩევები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: წელიწად-ნახევარია, რაც ჰოჩკინის ლიმფომის გამო ჩავიტარე ქიმიოთერაპია. ახლა არ არის აქტიური, მაგრამ ხელის მტევნები და ტერფები ოდნავ შესიებული მაქვს. ყველა ანალიზი კარგია. გულზეც გადავიღე ექოსკოპია და იქაც თითქმის არანაირი პრობლემა არ მაქვს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ან გაივლის თუ არა?

პასუხი: თქვენი სიმპტომები შესაძლოა, უკავშირდებოდეს ქიმიოთერაპიის გვიანდელ ეფექტებს, მათ შორის, ლიმფური მიმოქცევის მცირე დარღვევას, რის გამოც შეიძლება, კიდურების მსუბუქი შეშუპება განვითარდეს. თუ ანალიზები და გულის გამოკვლევა ნორმაშია, ეს დამამშვიდებელი ფაქტორია. დროთა განმავლობაში მდგომარეობა ხშირად უმჯობესდება, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად და საჭირო რეკომენდაციებისთვის სასურველია მიმართოთ თქვენს მკურნალ ონკოლოგს.

კითხვა: შეიძლება, საკეისროს დროს გაკეთებულმა სპინალურმა თავისა და წელის ტკივილები დაგიტოვოს?

პასუხი: სპინალური ანესთეზიის შემდეგ ზოგჯერ შეიძლება, განვითარდეს თავის ტკივილი და დროებითი წელის ტკივილი, თუმცა მუდმივი და ხანგრძლივი ტკივილი მხოლოდ სპინალურ ანესთეზიას არ უნდა მივაწეროთ.

კითხვა: ჩემს 9 წლის გოგონას ოდნავ წამოზრდილი აქვს მკერდი. ცალი ძუძუ ოდნავ უფრო დიდია. ნორმაა?

პასუხი: 9 წლის გოგონებში მკერდის ოდნავ წამოზრდა სრულიად ნორმალურია და, სავარაუდოდ, სქესობრივი მომწიფების ბუნებრივი დასაწყისია. გოგონებში მკერდის განვითარება ჩვეულებრივ 8-13 წლის ასაკში იწყება და თავიდან ერთი მხარე შეიძლება, მეორეზე მეტად განვითარდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი