მედიცინა

თაფლის გასაოცარი თვისებები

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.06, 2022 წელი

თაფლი
დაკოპირებულია

ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ერთი ჩაის კოვზი თაფლის ყოველდღიურად მიღება, ადამიანს ენერგიას მატებს. მაგრამ, ამ უნიკალურ პროდუქტს სხვა დანიშნულებაც აქვს:

ანტიბიოტიკი – თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიული თვისება.

უძილობის მკურნალი – ადამიანებმა, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ 1 ჩაის კოვზი თაფლი უნდა მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ასტიმულირებს მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.

ართრიტის წინააღმდეგ – ვისაც ართრიტი აწუხებს, დილით და საღამოს უნდა მიიღოს თბილი წყალი თაფლითა და დარიჩინით – 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. მისი რეგულარული მიღება ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.

თაფლი აუმჯობესებს მხედველობას – თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 ჩაის კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი დალევა ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.

ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში – თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას სუნთქვისთვის სასიამოვნო არომატის მინიჭება შეუძლია. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩაის კოვზი თაფლის და 1/8 ჩაის კოვზი დარიჩინის გაზავება ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემდეგ სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.

ართრიტებისა და რადიკულიტის სამკურნალო ხალხური რეცეპტები:

👉 რადიკულიტის გამწვავების დროს ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ 30 გრამი თაფლი, დაუმატეთ 3 გრამი მდოგვი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ წელის არეში, ზემოდან შემოიჭირეთ სელის ქსოვილი, შემოიხვიეთ მატყლის მოსასხამი და გაიჩერეთ 15-30 წუთამდე. როგორც კი წვა და უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება, კარგად ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და წელი ისევ დაითბუნეთ.

👉 100 გრამ ბოლოკის წვენში გახსენით 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი, დაამატეთ 50 მილილიტრი წაბლის თაფლი და სპირტზე დამზადებული 50 მილილიტრი გულყვითელას ნაყენი. კარგად ავურიოთ და შევიზილოთ მტკივნეულ ადგილებში ართრიტის გამწვავების დროს.

👉 10 ცალი ცხენისწაბლას ნაყოფი დაფქვით, დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და 30 მილილიტრი ქაფურის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შეიკარით მატყლის მოსასხამით. გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

👉150 მილილიტრი თაფლი, 70 მილილიტრი ალოეს წვენი და 250 გრამი არაყი ერთმანეთში კარგად ავურიეთ და გაიკეთეთ კომპრესები – ართრიტის დროს კარგი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. გაითვალისწინეთ, თაფლი უნდა გახსნათ თბილ წყალში, რადგან თუ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი