მედიცინა

სტრესის ჰორმონის მატების მიზეზები

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.12

სტრესი
დაკოპირებულია

კორტიზოლი ცნობილია, როგორც მას უწოდებენ, „სტრესის ჰორმონი”, სტეროიდული ჰორმონია, რომელიც სხეულს სტრესულ სიტუაციებში ეხმარება.

ორგანიზმში კორტიზოლის ნორმალური რაოდენობა ხელს გვიწყობს ანთების ჩაქრობაში და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ინფიცირება ბაქტერიებთან ან ვირუსებთან შეხებისას. ეს ჰორმონი ნამდვილად აკონტროლებს იმუნურ სისტემას.

კორტიზოლი, ასევე, გეხმარებათ მეტაბოლიზმის კონტროლში, არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის რეგულირებასა და ძილ-ღვიძილის ციკლის მართვაში. როდესაც საქმე ეხება მწვავე სტრესულ სიტუაციებს, კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს უფრო ეფექტურად უპასუხოს პოტენციურ საფრთხეებს.

თუმცა, ზოგჯერ დაავადებები იწვევს კორტიზოლის დონის მატებას ან კლებას. მაგალითად, კუშინგის სინდრომი, ასევე, ადისონის დაავადება გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოებული კორტიზოლის ძალიან მცირე რაოდენობით. ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობის დროს ძალიან მცირე კორტიზოლი გამოიყოფა ჰიპოფიზის ჯირკვლის არასწორად მუშაობის შედეგად.

კორტიზოლის დონის მატების სიმპტომები:

* დარღვეული ძილი დაკავშირებულია კორტიზოლის მაღალ დონესთან, იქნება ეს დაძინების უუნარობა, ან დაძინება და შემდეგ შუაღამისას გაღვიძება;

* წონის მატება სახეზე, თმის ჭარბი ზრდა, სტრიები მუცელზე;

* მომატებული გაღიზიანება;

* შაქრიანი, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიმართ ლტოლვა;

* თავის ტკივილი ან დაღლილობა;

* სისუსტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, განსაკუთრებით მკლავებსა და თეძოებში;

* მაღალი არტერიული წნევა, სისხლში შაქრის მაღალი დონე და სუსტი ძვლები.

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

კორტიზოლის დონის მატების მიზეზია სტრესი. კორტიზოლის დონეზე სტრესის ეფექტი, როგორც წესი, ხანმოკლეა და სტრესორის გაქრობის შემდეგ ქრება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სტრესი ქრონიკული გახდება, კორტიზოლის დონე შეიძლება, მაღალი დარჩეს. ამ დროს სტრესის მართვა დაგეხმარებათ კორტიზოლის დონის შემცირებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა