მედიცინა

სიმინდის გასაოცარი თვისებები

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.08

სიმინდი
დაკოპირებულია

სიმინდის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. სიმინდი დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე, ებრძვის შეკრულობას. აქვს ნაღველმდენი ეფექტი. ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები სიმინდის რეგულარულად მიღების დროს შესამჩნევად უკეთ გრძნობენ თავს.

სიმინდისგან მზადდება ზეთი, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აქვს. ზეთს მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისგან (მარცვლის ყველაზე „ცოცხალი“ ნაწილისგან) ამზადებენ. ეს არის ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო (მიიღება თითო სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ, საუზმისა და სამხრის წინ 1 თვის განმავლობაში), იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, მათ შორის – ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საკმარისია დღეში 75 გრამი), ამიტომ ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.

სიმინდის ფქვილი გამოიყენება კოსმეტიკაშიც. სიმინდის ფქვილის აბაზანა ამშვიდებს კანის ანთებით უბნებს, არბილებს გაუხეშებულ ადგილებს, აცხრობს ქავილს.

მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით, სიმინდი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს მხედველობას, ანელებს უჯრედების დაბერებას და ზოგადად, ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სიმინდი სხვა მარცვლეულის შესანიშნავი ალტერნატივაა. მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, რომლებიც არა მარტო ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით იქნება მდიდარი, არამედ ძალიან გემრიელიც.

ცოტამ თუ იცის, რომ ჭყინტი სიმინდი ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების იოლად დაშლას. მისი ნახარში ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლას, ხოლო თუ მას ყოველდღე, რეგულარულად მიიღებთ 1 ჭიქის ოდენობით, მოიწესრიგებთ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

სიმინდმა შესაძლოა, ავნოს ორგანიზმს თრომბოზის, სისხლის მაღალი შედედების, თრომბოფლებიტის დროს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა