მედიცინა

ექიმის რჩევები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 5 წლის გოგონას მუცლის ღრუს ექოსკოპია გავუკეთე. მეზოგასტრიუმში ჭიპის მარჯვნივ გამოვლინდა დაქვეითებული ექოგენობის და შეუცვლელი ექოსტრუქტურის 5-6 ლიმფური კვანძი, უდიდესი ზომით 16X8 მილიმეტრი. ბავშვს 2 თვეზე მეტია, ვირუსი არ ჰქონია. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და რამდენად საშიშია ეს პასუხი?

პასუხი: აღწერილი ექოსკოპიური სურათი ყველაზე ხშირად რეაქტიულ, ანუ კეთილთვისებიან ლიმფურ კვანძებს შეესაბამება და მხოლოდ მათი არსებობა საშიშ დაავადებაზე არ მიუთითებს. პასუხი უნდა შეაფასოს თქვენი შვილის პედიატრმა ბავშვის ჩივილებთან და გასინჯვის მონაცემებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ექოსკოპია დინამიკაში. თუ ბავშვს აქვს ხანგრძლივი სიცხე, წონის კლება, ღამის ოფლიანობა, მადის მკვეთრი დაქვეითება ან კვანძების მატების ტენდენცია, მაშინ დამატებითი გამოკვლევა იქნება საჭირო.

კითხვა: ღვიძლზე აღმომაჩნდა 7 მილიმეტრის ჰემანგიომა. რამდენად საშიშია?

პასუხი: 7-მილიმეტრიანი ჰემანგიომა ძალიან მცირე ზომისაა და შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. ჰემანგიომა არის სისხლძარღვების გროვა ღვიძლის ზედაპირზე ან შიგნით, რომელიც ერთგვარ „ხალს“ წააგავს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჰემანგიომა არასოდეს გადაგვარდება სიმსივნეში. ყურადღება ექცევა მხოლოდ მაშინ, თუ სწრაფად იზრდება, აღწევს დიდ ზომას (სანტიმეტრებში) და/ან ჩნდება მუდმივი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხეთ, როდესაც არის hbsag უარყოფითი, hbeag არ აღმოჩნდა, HDV საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა იფა მეთოდით არ აღმოჩნდა, მაქვს თუ არა B ჰეპატიტი? ან მქონდა თუ არა?

პასუხი: თქვენ B ჰეპატიტი არ გაქვთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

დავით სილაგაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი