მედიცინა

როგორ მოვიქცეთ ნაღრძობის დროს

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.11

ნაღრძობი
დაკოპირებულია

ღრძობა არის სახსრის ირგვლივ იოგების აპარატის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია უხერხული მოძრაობით. უპირატესად გვხვდება კოჭ-წვივის, მაჯის და მუხლის სახსრებში. იოგების დაზიანება შეიძლება, იყოს სხვადასხვა ხარისხის.

მსუბუქი (პირველი ხარისხი) – მოიცავს მხოლოდ მცირე ოდენობის ბოჭკოების გაწყვეტას, რაც იწვევს მსუბუქ ტკივილს შეხებაზე და მინიმალურ შეშუპებას;

ზომიერი (მეორე ხარისხი) – არის ქსოვილის ნაწილობრივი რღვევა უფრო მეტი შეშუპებით და შეხებაზე ტკივილით;

მძიმე (მესამე ხარისხი) – იოგის სრული გაწყვეტა, სერიოზული შეშუპებით. ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას.

მოტეხილობის გამოსარიცხად სასურველია დაზიანებული ნაწილის რენტგენის გადაღება.

ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს: ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას. მსუბუქი ღრძობა თავად გაივლის, თუმცა სრული ფუნქციის დასაბრუნებლად 3-დან 6 კვირამდეა საჭირო.

სასწრაფო გადაუდებელი მოვლა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: აქტივობის შეწყვეტას და მოძრაობის შეზღუდვას; დაზიანებულ ადგილას ყინულის კომპრესების დადებას (კრიოთერაპია) – სიცივე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ტკივილის იმპულსების გადაცემის შემცირებას. ტკივილის გაყუჩებასთან ერთად მცირდება კუნთის სპაზმი, ანთება და შეშუპება. ცივი ყველაზე უკეთ მოქმედებს თუ დაუყოვნებლივ დავადებთ დაზიანებულ ადგილს. თითო დადებაზე 20-30 წუთზე დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ.

შეშუპების პრევენციისთვის, საჭიროებისამებრ ტკივილის გასაყუჩებლად, დაზიანებულ ადგილს შეგვიძლია შემოვახვიოთ ელასტიკური კომპრესიის სახვევი. სახვევი უნდა დავტოვოთ 30 წუთის განმავლობაში. დაზიანებული ადგილი უნდა ამაღლდეს გულის დონის ზემოთ, რათა ადგილიდან ზედმეტი სითხე გამოვდევნოთ და თავიდან ავირიდოთ დამატებითი შეშუპება.

მწვავე ფაზის შემდეგ (24-48 საათი), შეშუპების შესამცირებლად და კომფორტისთვის შეგვიძლია, დაზიანებულ ადგილს თბილი, ნოტიო საგანი დავადოთ. სითბო არ უნდა გავაჩეროთ 20-30 წუთზე მეტხანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი