მედიცინა

ექიმის რჩევები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 17 წუთის წინ

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: სიმძიმის აწევის მერე, მგონი, სათესლის არეში ან საშარდე ბუშტის ცოტა დაბლა, სუსტი ტკივილი მეწყება, რისი ბრალია?

პასუხი: სიმძიმის აწევის შემდეგ სათესლეების ან საზარდულის მიდამოში ტკივილი შესაძლოა, უბრალოდ, კუნთის გადაძაბვის გამო იყოს გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ მიზეზი საზარდულის თიაქარიც არის, განსაკუთრებით, თუ ტკივილი დატვირთვის დროს ან შემდეგ ჩნდება. თუ ეს ხშირად მეორდება, სჯობს, ქირურგმა ან უროლოგმა გაგსინჯოთ. თუ ტკივილი უეცრად და ძლიერად განვითარდა ან სათესლე შესივდა/გაწითლდა, აუცილებლას და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

კითხვა: რომელი ჰორმონის შემადგენელი კონტრაცეპტივები იწვევენ წონის მატებას?

პასუხი: წონის მატებას, ძირითადად, პროგესტინის გარკვეული ტიპის შემცველი კონტრაცეპტივები იწვევენ, განსაკუთრებით კი ინიექციური ფორმები (მაგალითად, დეპო-პროვერა), რომლებიც გავლენას ახდენენ მადასა და სითხის შეკავებაზე, თუმცა კომბინირებული ჰორმონული აბები (ესტროგენისა და პროგესტინის შემცველი) მსგავს ეფექტს ინდივიდუალურად და ნაკლებად იწვევენ.

კითხვა: 4 წლის ბავშვს მინდა, გრიპის აცრა ჩავუტარო, მაგრამ რამდენიმეჯერ ფებრილური გულყრა დაემართა და ამიტომ ძალიან მეშინია. რას მირჩევთ, ჩავუტარო თუ არა?

პასუხი: ფებრილური გულყრების ისტორია, თავისთავად, გრიპის ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს და ასეთ ბავშვს აცრა, როგორც წესი, შეიძლება, ჩაუტარდეს. პირიქით, გრიპის ინფექციამ შესაძლოა, მაღალი სიცხე გამოიწვიოს და არ არის გამორიცხული, თავად ინფექციამაც მოახდინოს ფებრილური გულყრის პროვოცირება. თუმცა, რადგან ბავშვს გულყრა რამდენჯერმე ჰქონდა, აცრამდე პედიატრს ან ბავშვთა ნევროლოგს უნდა გაესაუბროთ. აცრის შემდეგ კი ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას და სიცხის შემთხვევაში იმოქმედეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი დავით სილაგაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი