მედიცინა

სიმინდი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სიმსივნის წინააღმდეგ

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.08, 2022 წელი

სიმინდი
დაკოპირებულია

სიმინდი, ძირითადად, მდიდარია B ვიტამინით, ასევე, A, D, E, K ვიტამინებითა და ფოლიუმის მჟავით. ასევე, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ისეთ ნივთიერებებსა და მინერალებს, როგორიცაა: ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და სელენიუმი. შეიცავს მცირე რაოდენობით კობალტს, იოდსა და ბრომს.

სიმინდი ძლიერი ანტიოქსიდანტი გახლავთ. მის შემადგენლობაში შემავალი სელენიუმი და E ვიტამინი ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს. სელენიუმი ფერმენტების შემადგენელი ნაწილია, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანასა და სისხლის წითელ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი ეფექტისგან. ეს ხელს უშლის სიმსივნურ ცვლილებებს ქსოვილებსა და ორგანოებში. ამასთან, სელენიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

როდესაც ამ ელემენტის ოპტიმალური დოზით მიღება ხდება, ორგანიზმში იზრდება სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავება.

სიმინდის კიდევ ერთი ძვირფასი ინგრედიენტია ლუტეინი – ყვითელი პიგმენტი კაროტინოიდების ჯგუფიდან, რომელიც იცავს თვალს დეგენერირებისგან და აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.

სიმინდი სასარგებლოა ჩვენი გულის ჯანმრთელობისთვის. კალიუმის შემცველი სიმინდი აუმჯობესებს გულის მდგომარეობას. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომელთა საკვები დიდი ოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას, გაცილებით დაბალი სისხლის წნევა და უკეთესი გულისცემის რიტმი აქვთ. უფრო მეტიც, სიმინდის მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ბოჭკო, რომელსაც სიმინდი შეიცავს, იკრავს ქოლესტერინს და აადვილებს ამ საზიანო ცხიმის გამოყოფას ორგანიზმიდან.

ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ სიმინდი უსაფრთხოა მათთვის, ვინც გლუტენისაგან თავისუფალ დიეტაზე იმყოფება. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფქვილი, შვრიის ცეხვილი, ბურღულეულის ფანტელები და ზეთი შესაძლოა შეიცვალოს სწორედ სიმინდისგან დამზადებული პროდუქტებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი