მედიცინა

ექიმის რჩევები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 28 წუთის წინ

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: დაახლოებით 10 წელია, მაქვს თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი. ყველაფერი კონტროლირებადია, ვისწავლე მართვა. მაინტერესებს – იმ ადგილებში, სადაც არასდროს მქონია თუ შეიძლება ეპილაციის კეთება? ვიკეთებდი ღაწვებსა და ყელზე და დაახლოებით 2 წელია, შევწყვიტე. ვარ 27 წლის. შეიძლება, ეპილაციამ ახალი კერები გააჩინოს?

პასუხი: თუ ფსორიაზი კარგად კონტროლდება და იმ ადგილებში აქტიური გამონაყარი არ გაქვთ, ლაზერული ეპილაცია უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია. თუმცა ფსორიაზის დროს არსებობს, ეგრეთ წოდებული, კებნერის ფენომენი, რაც ნიშნავს, რომ კანის ტრავმამ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება, ახალი კერა გამოიწვიოს, მაგრამ ეს ყველას არ ემართება და რისკის ზუსტად წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

კითხვა: რამდენად მისაღებია, ყავა დალევის დროს რომ შევანჯღრიოთ და ნალექიანად დავლიოთ? ნალექი სასარგებლოა თუ საზიანო?

პასუხი: თუ მცირე რაოდენობით მიიღებთ, ნალექის დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ყავის ნალექი შეიცავს ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტებს, თუმცა განსაკუთრებული სასარგებლო ეფექტი არ აქვს. ამიტომ შეგიძლიათ, დალიოთ როგორც ნალექის გარეშე, ისე მცირე ნალექიანად – არჩევანი, ძირითადად, გემოვნებაზეა დამოკიდებული.

კითხვა: 7 წლის ბავშვს თითქმის ყოველ საღამოს წვივის კუნთები სტკივა. შეიძლება, ეს სერიოზული დაავადება იყოს?

პასუხი: თუ ტკივილი საღამოს ან ღამით ვლინდება და დილით ბავშვი ჩვეულებრივად დარბის, ეს, დიდი ალბათობით „ზრდის ტკივილია“. ბავშვში ძვლები სწრაფად იზრდება, ვიდრე კუნთები და მყესები, რაც იწვევს გაჭიმვის დისკომფორტს. თუმცა, თუ ტკივილს თან ახლავს კოჭლობა, შეშუპება ან სიცხე, აუცილებელია რენტგენოლოგის კონსულტაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი