მედიცინა

შუგა ნორმი – სასურველი წონის შესანარჩუნებლად!

№18

ავტორი: სოფი ლორია 12:00 14.05, 2021 წელი

შუგა ნორმი
დაკოპირებულია

ჭარბწონიანობა სერიოზული პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნე არის ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ცხიმის დაგროვება შესაძლოა, ცხოვრებისა და კვების არასწორმა წესმა, გენეტიკურმა წინასწარგანწყობამ და/ან ენდოკრინულმა დარღვევებმა გამოიწვიოს.

ჭარბმა წონამ შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგვიქმნას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ნაყოფიერების პრობლემები და სხვა. ჭარბწონიანობასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ცხოვრების წესის ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს.

ჭარბი წონით დაავადებულ უამრავ ადამიანს ოსტეოართროზი აწუხებს. თითოეული ზედმეტი კილოგრამი, დამატებითი დატვირთვის გამო, 10%-ით ზრდის აღნიშნული დაავადების განვითარების რისკს. ოსტეოართროზი აზიანებს სახსრებს, იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, პაციენტს ხშირად ახასიათებს მწვავე ტკივილი და ფიზიკური აქტივობის შეფერხება.

იმის გასაგებად, შევდივართ თუ არა ჭარბწონიანთა რიცხვში, საჭიროა, ვიცოდეთ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI), რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: სხეულის მასა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე. თუ სხეულის მასის ინდექსი მეტია 30-ზე, ეს უკვე მიგვანიშნებს ჭარბწონიანობაზე ან სიმსუქნეზე და საჭირო ხდება პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა.

დაკავდით სპორტით! ფიზიკური აქტიურობა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეცადეთ, რაც შეიძლება, მეტი იმოძრაოთ, დილაობით ირბინოთ, ისეირნოთ.

სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად არ არის საჭირო, მკაცრად აკრძალოთ ესა თუ ის საკვები. უბრალოდ, იკვებეთ ჯანსაღად, რაც გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას. ეცადეთ, მიიღოთ ნაკლებად კალორიული და ცხიმიანი საკვები. უმჯობესია, თქვენს რაციონში იყოს მეტი ხილი და ბოსტნეული. ასევე, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. ეტაპობრივად შეამცირეთ ულუფა და მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები.

ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული რესურსია, მთავარი საწვავი, რომლის გამოყენებითაც მუშაობს მნიშვნელოვანი ორგანოები. განასხვავებენ ნახშირწყლების ორ სახეს – მარტივს და რთულს. მარტივ ნახშირწყლებს მიეკუთვნება სხვადასხვა შაქრის შემცველი ტკბილეული, ხილი და რძის პროდუქტები. ასეთი ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

შაქრის დონის მკვეთრი ცვლილების დასარეგულირებლად ინსულინი იწყებს მიღებული მარტივი ნახშირწყლების ცხიმოვან უჯრედებში განაწილებას. აი, ასე იზრდება ცხიმოვანი მასა მარტივი ნახშირწყლების ხარჯზე. წონაში მატების ყველაზე ხშირი მიზეზიც, სწორედ, ჭარბად მიღებული ნახშირწყლებია, რაზეც ხშირად უარს ვერ ვამბობთ – ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ბურღულეული.

მარტივი ნახშირწყლების ნაკლებად მიღება დადებითად იმოქმედებს წონაში კლებაზე, თუმცა, უგემრიელეს ტკბილეულსა და პურ-ფუნთუშეულზე უარის თქმა რთულია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ გერმანული კომპანია „ველტფარმას“ მიერ წარმოებულ საკვებ დანამატს – შუგა ნორმს, რომელიც წარმოადგენს თეთრი თუთის, ასევე, დარიჩინის ექსტრაქტის, ალფა ლიპოის მჟავისა და ქრომის კომბინაციას. შუგა ნორმი ხელს უშლის საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების შეწოვას და აძლიერებს მის „დაწვას“, შესაბამისად, ნახშირწყლებთან დაკავშირებული შეზღუდვები საგრძნობლად მცირდება.

მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე, დამტკიცებულია, რომ შუგა ნორმში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს წონაში კლებას: თეთრი თუთის ექსტრაქტი აფერხებს ნაწლავებიდან საკვებთან ერთად მიღებული ნახშირწყლების შეწოვას, დარიჩინის ექსტრაქტი თრგუნავს მადას, ალფა ლიპოის მჟავა ზრდის ქსოვილების მიერ გლუკოზის მოხმარებას და ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლში, ქრომი კი ამცირებს ინსულინ-რეზისტენტობას და აუმჯობესებს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობას.

შუგა ნორმი რეკომენდებულია, როგორც დამხმარე საშუალება შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის მქონე პაციენტებში, ძირითად მკურნალობასთან ერთად. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შუგა ნორმი არ ცვლის დიაბეტის სამკურნალო ძირითად საშუალებებს, არამედ გვეხმარება, დავარეგულიროთ დიეტის დარღვევის შედეგად გლუკოზის მატების რისკი.

შუგა ნორმი შესაძლოა გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება და რამდენს იწონის. დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ცდუნება, მიირთვან გემრიელი ულუფა, შუგა ნორმი მნიშვნელოვანი შეღავათია. არ არის საჭირო ნახშირწყლების რაოდენობის თვლა. უბრალოდ, მიიღეთ 1 ტაბლეტი შუგა ნორმი და იყავით მშვიდად, მიღებული გლუკოზა თქვენს წონაზე არ აისახება.

შუგა ნორმი წარმოადგენს ნატურალურ, მცენარეულ პრეპარატს, ამიტომ მისი გამოყენება ხანგრძლივი ვადით უსაფრთხოა. შუგა ნორმი მიიღება 1 ტაბლეტი ნახშირწყლების მიღებამდე 15 წუთით ადრე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა